USD 2.6797
EUR 2.8812
RUB 2.9138
Tbilisi
გაერო-ს გენმდივანი: 2020 წელს შესაძლოა, ასობით ათასი ბავშვი დაიღუპოს
Date:  2479

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიუ გუტიერეში ფიქრობს, რომ კორონავირუსით გამოწვეული გლობალური რეცესიის პირობებში, 2020 წელს მსოფლიომ შესაძლოა, ასობით ათასი ბავშვი დაკარგოს. გუტიერეშმა მოხსენება წარადგინა, რომელშიც ამჟამინდელ პირობებში იმ რისკებზეა საუბარი, რომლებსაც ბავშვები აწყდებიან.

ვიდეომიმართვაში გენმდივანმა ოჯახებს, ასევე, ყველა დონეზე პოლიტიკურ ლიდერებს, ბავშვების დაცვისკენ მოუწოდა. გუტიერეში აღნიშნავს, რომ თითქმის ყველა მოსწავლე დღეს სკოლის გარეთ დარჩა. “ზოგიერთი სკოლა დისტანციურ სწავლებას სთავაზობს, მაგრამ მასთან წვდომა ყველას არ აქვს. ქვეყნებში, სადაც შენელებული ან ძვირადღირებული ინტერნეტია, ბავშვები ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებიან”, – აღნიშნა გუტერეშმა.

მისი თქმით, 310 მლნ მოსწავლე სკოლაში ყოველდღიურ რეჟიმში საკვების მიღების იმედის გარეშეა დარჩენილი. მისივე თქმით, პანდემიამდეც მსოფლიო აწყდებოდა ბავშვებში ზრდის შენელებასა და შიმშილს. გუტერეში ამბობს, რომ ბავშვები შესაძლოა, ახლა მეტად ხდებოდნენ ოჯახური ძალადობის მოწმეები და მსხვერპლნი.

 „არის საფრთხე, რომ გოგონებს სკოლიდან გამოიყვანენ, რაც გაზრდის ფეხმძიმობას მოზარდებში. არ უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა ინტერნეტში ექსპლუატაციის, ძალადობისა და დაცინვის რისკების ზრდა ბავშვებში. შეწყვეტილია წითელას ვაქცინაცია 23 ქვეყანაში და გადატვირთული საავადმყოფოების ფონზე, ავადმყოფმა ბავშვებმა შესაძლოა, საჭირო და აუცილებელი მკურნალობა ვერ მიიღონ. 2020 წელს შესაძლოა, ჩვეულებრივზე ასობით ათასით მეტი ბავშვი დაიღუპოს. დაიცავით ჩვენი ბავშვები“, – აღნიშნა გუტიერეშმა. მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს – ბავშვებს კონფლიქტის ზონებში, ლტოლვილ და დევნილ ბავშვებს, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს

 

 

 

 

sport
ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური საფეხბურთო კლუბი იყიდა

ქართველმა მილიარდერმა, მიხეილ ლომთაძემ, ინგლისური პროფესიული კლუბის Wycombe Wanderers-ს აქციების 90% იყიდა. ამის შესახებ კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესრელიზის მიხედვით, შპს Feliciana EFL-მა საკუთარ მფლობელობაში არსებული აქციების 90% მიხეილ ლომთაძის მფლობელობაში მყოფ Blue Ocean Partners II Limited-ს მიჰყიდა. შედეგად, ლომთაძე გახდა კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრიც. (დირექტორთა საბჭოს ორ ახალ წევრთან - ედუარდ ვიშნიაკოვთან და დანიელ რაისთან ერთად).

ქართველმა მილიარდერმა, კლუბის და გულშემატკივრებისთვის მიწერილ გზავნილში თქვა, რომ ის მსუბუქად არ მოეკიდება აღებულ პასუხისმგებლობას გულშემატკივრების, პერსონალისა და ფეხბურთელების წინაშე.

„ჩვენი მიზანია მივაღწიოთ გრძელვადიან წარმატებებს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ ფინანსურად მდგრადი კლუბის აშენებით“, - განაცხადა ლომთაძემ.

1887 წელს დაარსბული Wycombe Wanderers ბუკინგემშირში სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში მდებარეობს.

მიხეილ ლომთაძე არის Kaspi.kz-ის სამი ძირითადი აქციონერიდან ერთ-ერთი. 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით იგი ფლობდა ყაზახური ფინტექს კომპანიის საერთო აქციების 22,6%-ს. 2022 წელს მან მეშვიდე ადგილი დაიკავა ყაზახეთის 50 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის რეიტინგში.

ლომთაძე ბიძინა ივანიშვილის შემდეგ რიგით მეორე ქართველი მილიარდერია, რომელიც forbes-ის შეფასებით ივანიშვილზე მდიდარია, ხოლო Bloomberg-ის ცნობით, ივანიშვილზე 700 მლნ-ით ნაკლები ქონება აქვს.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way