გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით რუსეთს შეუჩერა წევრობა ადამიანის უფლებათა საბჭოში.
კენჭიყრაში მონაწილეობა მიიღო გაეროს წევრმა 175 ქვეყანამ. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93 ქვეყანამ, მოწინააღმდეგ იყო 24-ი, ხოლო თავი შეიკავა 58-მა.
მოწინააღმდეგ ქვეყნებს შორის იყვნენ: ჩინეთი, ბელორუსია, სირია, კუბა, ბოლივია, ეთიოპია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ირანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი და სხვ.
ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს ბრაზილიამ, ეგვიპტემ,ინდოეთმა, ნამიბიამ, სამხრეთ აფრიკამ, იემენნმა და სხვა ქვეყნებმა.
აზარბაიჯანის და სომხეთის წარმომადგენლები კენჭისყრას არ დასწრებიან.