USD 2.6946
EUR 3.1734
RUB 3.5344
თბილისი
გაერო - იძულებითი თვითიზოლაცია ქმნის ადამიანის უფლებების შელახვას
თარიღი:  866

ადამიანის იძულებითი კარანტინი მთელს მსოფლიოში გამოწვევაა, როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის ასევე ადამიანის უფლებებისთვის. - ამის შესახებ გაეროს სპეციალურ ანგარიშშია ნათქვამი.

გაეროს ანგარიშის მიხედვით, ადამიანის უფლებების კუთხით სახელმწიფოებს ნამდვილი გამოწვევა დაუდგათ. "საკარანტინო ღონისძიებები რომელიც მრავალმა ქვეყანამ გამოაცხადა, კორონავირუსის პანდემიის გამო შესაძლოა დამღუპველად იმოქმედოს ადამიანის სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე. მრავალ ადამიანს არ აქვს გადაუდებელი სამედიცინო დახმარებასთან წვდომა შეზღუდული, როგორც პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ხელმისაწვდომობაზე. ამიტომ აუცილებელია მიღებული იქნას გადაწყვეტილებების, რომლის მიხედვითაც მინიმალიზებული იქნება, თვთიზოლაციისგან მიღებული ზიანი. პანდემიის გამო დამდგარი კრიზისი ეხება, როგორც ჯანდაცვის სფეროს ასევე ადამიანის უფლებებს, ამიტომ ის ნამდვილი გამოწვევაა მრავალი სახელმწიფოსთვის. -აღნიშნულია გაეროს ანგარიშში. გაეროში აღნიშნავენ, რომ ადამიანის უფლებების დაცვას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ორგანიზაცია მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში გამოიყენონ ყველა რესურსი, და კორონავირუსის პანდემიის დროს დაიცვან ადამიანების სიცოცხლე. გაერო აღნიშნავს, რომ მრავალი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილებების მიღება ხდება ხისტად და ძალიან სწრაფად, შესაძლოა ამ გადაწყვეტილებით, ადამიანებს შეექმნათ ჯანმრთელობის პრობლემები და უფრო მძიმე შედეგები მოიტანოს.

მსოფლიო
ევროკომისიამ პიტერ მადიარს 35 მილიარდი ევროს განსაბლოკად 27 პირობა წაუყენა

ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.

ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.

ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.

გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის