USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
გადაერთებით სამუშაოების ჩაატარების გამო წერეთლის გამზირს და მიმდებარე ქუჩებს 7 ივნისის 14:00 საათიდან, 8 ივნისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება
Date:  396

7 ივნისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, წყალმომარაგების ახალ ქსელზე აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით წერეთლის გამზირზე სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, რაშიც კომპანია 12 მლნ ლარზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს.

„წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის განახლებული მონაკვეთის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 7 ივნისს 14:00 საათზე დაიწყებენ, ბაგრატიონის ქუჩიდან დიდუბის ხიდამდე პარალელურად რამდენიმე მონაკვეთზე იმუშავებენ და 35 წერტილზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებენ.

ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ივნისის 14:00 საათიდან, 8 ივნისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წერეთლის გამზირის, თამარ მეფის გამზირის და აღმაშენებლის გამზირის ნაწილს, წინამძღვრიშვილის, რობაქიძის, ბაქრაძის, ნინოშვილის ქუჩების ნაწილს, დიღმის მასივის II კვარტლის ნაწილს. ტრანსპორტის, ჩალაძის, სურამის, კვინიტაძის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, ფიფიების, გორის, ვორონინის, იამანიძის, მეტრეველის, ბათუმის, ა.ქურდიანის, ყიფიანის, ხვამლის, პასტერის, ვანის, გოგოლაურის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ევდოშვილის, კედიას, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ბაგრატიონის, ქუთაისის, გაფრინდაულის, გვეტაძის, ბაქრაძის, სტანისლავსკის, სამტრედიის, წყალტუბოს, ბორჯომის, ცემის, ფოთის, მირცხულავას, კოსმონავტების, კერესელიძის და მაიაკოვსკის ქუჩებს.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way