USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეს, ერთი ღამით, გაუქმებულია
Date:  683

დღეს, 6 იანვარს, საღამოს 21.00 საათიდან მხოლოდ ერთი ღამით მოიხსნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მთელს საქართველოში. ეს გამონაკლისი მთავრობამ შობის დღესასწაულის გამო დაუშვა.

7 იანვრის დილიდან ეს შეზღუდვა კვლავ ძალაში შევა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ მოქალაქე საშვის გარეშე 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გარეთ გადაადგილდება, ის, შესაძლოა 2 000 ლარით დააჯარიმონ.

გადაადგილებაზე შეზღუდვა კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საქართველოს მთავრობამ საქართველოში 28 ნოემბრიდან შემოიღო და გამონაკლის დღეებად ახალი წლის ღამე და 6 იანვარი დაასახელა.

შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში 23:00 საათიდან დაიწყება. სამებაში მიბრძანდება საქართველოს კათოლიკოს პარტიარქიც.

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული რეკომენდაციები, კერძოდ, ტაძარში ყოფნისას აუცილებელია 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება. 

მთავრობა შობის ღამეს გამონაკლისის დაწესების მიუხედავად, მოქალაქეებს მოუწოდებს, დღესასწაული ვიწრო საოჯახო წრეში აღნიშნონ.

 

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way