USD 2.6473
EUR 3.0026
RUB 3.5396
Tbilisi
ფუნიკულიორის ისტორია
Date:  4741

XIX საუკუნის დასაწყისიდან მთაწმინდის რაიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია თავადი გაბაშვილების სამფლობელოდ ითვლებოდა. ამ პერიოდში საქართველოში ჩამოვიდა ივანე პოლტარაცკი, იგი საინტერესო ადამიანი და ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო.  მან ცოლად შეირთო ნადეჟდა გაბაშვილი, სწორედ ის ქალბატონი და იმ გაბაშვილების შთამომავალი, რომლის ოჯახსაც ეკუთვნოდა მთწმინდის პარკის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ გაბაშვილებს და პოლტარაცკებს მთაწმინდის პარკის და ფუნიკულიორის დაარსებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

ივანე პოლტარაცკის პირველი  ქორწინებიდან შვილი ილია პოლტარაცკი ჰყავდა (სახელი ილია ჭავჭავაძის საპატივცემულოდ დაარქვეს), რომელიც პარიზში მოვაწეობდა. მან აღმოაჩინა ბელგიური ფირმა და გამოაგზავნა საქართველოში თანხა, რათა მთაწმინდაზე ფუნიკულიორი გაემართათ. ამდენად, საქართველოში ჩამოვიდა ბელგიური საზოგადოების წევრი, ალფონს რობე, რომელმაც მთაწმინდის მიწების ნაწილი შეიძინა და ზღვის დონიდან 727 მეტრზე და მტკვრის დონიდან 380–400 მეტრზე ფუნიკულიორი გაიყვანა.

1900 წლის ივლისს თბილისის  თვითმმართველობამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას ქალაქში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ და დაამტკიცა რობის პროექტი. ხელშეკრულება ითვალისწინებდა შემდეგს: ბელგიის ანონიმური საზოგადოება ფუნიკულიორს ექსპლუატაციას გაუწევდა 45 წლის განმავლობაში, შემდეგ კი იგი უსასყიდლოდ გადაეცემოდა ქალაქს. ფუნიკუილიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო  და 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა.

ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა  5 წლამდე ბავშვების, ფოსტის დამტარებლებისა და პოლიცია-ჟანდარმერიის უფასო მგზავრობას. აქვე ნავარაუდევი იყო  მთაწმინდასა და კოჯორს შორის ელექტრული რკინიგზის გაყვანა.

ახ­ლაც კი ძვი­რი დაჯ­დე­ბო­და იმ ცი­ცა­ბო ფერ­დობ­ზე ასეთი პროექტის განხორციელება, ლი­ან­და­გე­ბის გაყ­ვა­ნა, მით უფრო მა­შინ... ბევ­რს ჰგო­ნია, რომ რად­გან კარ­გი ხე­დია იქი­დან, კარ­გი სა­სე­ირ­ნო ად­გი­ლია, ფუ­ნი­კუ­ლო­რიც ამი­ტომ გა­კეთ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. მშე­ნებ­ლო­ბა XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში იქ იმი­ტომ წა­მო­ი­წყეს, რომ ზემო ქა­ლა­ქის გა­შე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ, რად­გა­ნაც თბი­ლი­სი მტკვრის აღმა და დაღ­მა ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, ფიქ­რობ­დნენ, რომ მთაწ­მინ­დის პლა­ტო ახა­ლი ქა­ლა­ქის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. იქა­უ­რო­ბა მარ­თლაც მი­წის ნაკ­ვე­თე­ბად და­ი­ყი­და, და­ი­ხა­ზა, ქუ­ჩა­თა ქსე­ლიც შე­იქ­მნა.

მოკ­ლედ, მდიდ­რე­ბის უბა­ნი იყო და­გეგ­მი­ლი და ამი­ტომ ასე­თი ბიზ­ნესპრო­ექ­ტი მო­ი­ფიქ­რეს. ბელ­გი­ე­ლებ­მა და­აპ­რო­ექ­ტეს, უზარ­მა­ზა­რი ინ­ვეს­ტი­ცია ჩა­ი­დო, მაგ­რამ იქ მშე­ნებ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ეტა­პი რომ დამ­თავ­რდა, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში და გან­სა­კუთ­რე­ბით, თბი­ლის­ში 1905-07 წლებ­ში პირ­ვე­ლი რე­ვო­ლუ­ცია და­ი­წყო. ქა­ლაქ­ში გა­მოს­ვლე­ბი იყო, მა­უ­ზე­რი­ა­ნი ხალ­ხი დარ­ბო­და, არე­უ­ლო­ბა, არას­ტა­ბი­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცია იყო და სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სი, ცხა­დია, იმ პე­რი­ოდ­ში წინ ვერ წა­ვი­დო­და, დე­ვე­ლო­პე­რებს არ უყ­ვართ არე­უ­ლო­ბა და ამი­ტომ რად­გან შე­ჩერ­და, იმის მერე ჩა­ვარ­და კი­დეც ეს პრო­ექ­ტი. თუმ­ცა ქა­ლაქს დარ­ჩა ფუ­ნი­კუ­ლო­რი.

ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე  კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა, “როტონდა” აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. ძველი რესტორანი 1936-38 წლის რეკონსტრუქციის შედეგად შეიცვალა და მესამე სართული დაემატა. 1971 წელს კი, ქვედა სადგურის შენობაც გადაკეთდა არქიტექტორების გ. ბათიაშვილისა და ტ. ქუთათელაძის მიერ.

ბე­რი­ას დროს მთაწმინდაზე  სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის პარ­კი გა­შენ­და. მოგვიანებით, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა შეიძინა აღნიშნული ტერიტორია და დღეს იქ "ბომბორას" პარკია განთავსებული. ბომბორას პარკის პროექტი მსოფლიოში აღიარებულ მხატვარს მურაზ მურვანიძეს ეკუთვნის. 

 

 

society
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way