USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
თბილისი
ფულზე მეტი - ვალებში ჩაფლული მეწარმე გამოსავალს ვეღარ ხედავდა
თარიღი:  264

მეწარმე ჩაფლული იყო ვალებში და გამოსავალს ვერ ხედავდა. კრედიტორები, აწუხებდნენ გამუდმებით. მიმწოდებლები, თხოულობდნენ ანაგრიშსწორებას. ის იჯდა პარკში თავზე ხელებ შემოწყობილი, ფიქრობდა, რას შეეძლო მისი შველა, რომ არ გამოეცხადა თავი ბანკროტად.

უეცრად, მის წინ აღმოჩნდა  მოხუცი.

- ვხედავ, რაღაც გაწუხებთ – მიმართა მან.

მოხუცმა, მას მერე რაც მოისმინა მეწარმის ამბავი, უთხრა:

- ვფიქრობ, მე შევძლებ თქვენს დახმარებას.

მეწარმეს ჰკითხა სახელი,  გამოუწერა ჩეკი და როდესაც, ხელში აჩეჩებდა უთხრა:

- აიღეთ ეს ფული. ერთი წლის მერე,, ზუსტად ამ დროს და ადგილას შევხვდებით და თქვენ შესძლებთ დამიბრუნოთ თანხა.

ამის მერე, ის გატრიალდა და გაუჩინარდა ისევე სწრაფად, როგორც გამოჩნდა.

მეწარმემ დახედა ჩეკს,  დაინახა ციფრი $500 000 და ის ხელმოწერილი იყო მსოფლიოში, იმ დროს, ყველაზე მდიდარი კაცის ჯონ როკფელერის სახელით!

„ჩემს პრობლემებს ერთ წამში მოვაგვარებ!“ – გაიფიქრა მან. თუმცა ამის ნაცვლად, მან მიიღო გადაწყვეტილება, გაუნაღდებელი ჩეკი შეენახა სეიფში. მხოლოდ, იმის გაფიქრებაც კი, რომ ჩეკი არსებობდა, აძლევდა მას ძალას, შეენარჩუნებინა და განევითარებინა ბიზნესი.

გაზრდილი ოპტიმიზმით, მან დადო მომგებიანი კონტრაქტი და გააფართოვა გადახდის პირობები. მან შეძლო განეხორციელებინა რამოდენიმე დიდი გაყიდვა. რამდენიმე თვეში  გამოძვრა ვალებიდან და ხელახლა დაიწყო დიდი ფულის გამომუშავება.

 

ზუსტად ერთი წლის მერე,  დაბრუნდა პარკში გაუნაღდებელი ჩეკით ხელში. დათქმულ დროს, მოხუცი ისევ გამოჩნდა. იმ დროს, როდესაც მეწარმეს უნდოდა დაებრუნებინა მისთვის ჩეკი და მოეყოლა თავისი წარმატების ისტორია, მოირბინა ექთანმა ქალმა და დაიჭირა მოხუცი.

- როგორ მიხარია, რომ დავიჭირე! – წამოიძახა მედდამ – იმედს ვიტოვებ, მას თქვენ არ შეუწუხებიხართ. ის ყოველთვის იპარება სახლიდან და ყვება, რომ ის არის ჯონ როკფელერი.

მეწრმე დარჩა გაოგნებეული. წარმოგიდგენიათ, სრული ერთი წლის მანძილზე არ გაჩერებულა და აკეთებდა ბიზნესს, ყიდულობდა და ყიდდა, დარწმუნებული იმაში, რომ მას ჰქონდა ნახევარ მილიონი დოლარი.

მოულოდნელად ის მიხვდა, რომ  ეს ფულმა, რეალურმა ან წარმოსახვითმა, კი არ გადაატრიალა მისი ცხოვრება, ეს იყო მისი ახალი თავდეჯერებულობა, რომელმაც მისცა ძალები, მიეღწია ყოველივე იმსთვის, რაც ამჟამად გააჩნდა.

უნდა აიღოთ თქვენს თავზე ინციატივა და დაიწყოთ თქვენი თამაში. გადამტეხ მომენტში, თვითდაჯერებულობა ითამაშობს გადამწყვეტ როლს.

 

კულტურა
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
ხმის მიცემა
სხვათა შორის

მსოფლიოს ისტორიაში, უდიდესი იმპერიები ტერიტორიით(მლნ კვ. კმ): ბრიტანეთი - 35.5 მონღოლეთი - 24.0 რუსეთი - 22.8 ქინგის დინასტია (ჩინეთი) - 14.7 ესპანეთი - 13.7 ხანის დინასტია (ჩინეთი) - 12.5 საფრანგეთი - 11.5 არაბეთი - 11.1 იუანების დინასტია (ჩინეთი) - 11.0 ხიონგნუ - 9.0 ბრაზილია - 8.337 იაპონია - ~8.0 იბერიული კავშირი - 7.1 მინგის დინასტია (ჩინეთი) - 6.5 რაშიდუნების ხალიფატი (არაბეთი) - 6.4 პირველი თურქული სახანო - 6.0 ოქროს ურდო - 6.0 აქემენიანთა ირანი - 5.5 პორტუგალია - 5.5 ტანგის დინასტია (ჩინეთი) - 5.4 მაკედონია - 5.2 ოსმალეთი - 5.2 ჩრდილო იუანის დინასტია (მონღოლეთი) - 5.0 რომის იმპერია - 5.0

Ford, საავტომობილო ბაზრის დომინანტი მაშინ, როდესაც საავტომობილო ბაზარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, Ford Model T იყო დომინანტი მანქანა. 1916 წლის მონაცემებით, ის მსოფლიოში ყველა ავტომობილის 55%-ს შეადგენდა.

ილია ჭავჭავაძე: "როცა პრუსიამ წაართვა საფრანგეთს ელზასი და ლოტარინგია და პარლამენტში ჩამოვარდა საუბარი მასზედ, თუ რაგვარი მმართველობა მივცეთო ამ ახლად დაჭერილს ქვეყნებს, ბისმარკმა აი, რა სთქვა: ,,ჩვენი საქმე ელზასსა და ლოტარინგიაში თვითმმართველობის განძლიერება უნდა იყოსო. ადგილობრივნი საზოგადოების კრებანი უნდა დავაწყოთო ადგილობრივის მმართველობისთვისაო. ამ კრებათაგან უფრო უკეთ გვეცოდინება იმ ქვეყნების საჭიროება, ვიდრე პრუსიის მოხელეთაგანა. ადგილობრივთა მცხოვრებთაგან ამორჩეულნი და დაყენებულნი მოხელენი ჩვენთვის არავითარს შიშს არ მოასწავებენ. ჩვენგან დანიშნული მოხელე კი მათთვის უცხო კაცი იქნება და ერთი ურიგო რამ ქცევა უცხო კაცისა უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და ეგ მთავრობის განზრახვასა და სურვილს არ ეთანხმება. მე უფრო ისა მგონია, რომ მათგან ამორჩეულნი მოხელენი უფრო ცოტას გვავნებენ, ვიდრე ჩვენივე პრუსიის მოხელენი”. თუ იმისთანა კაცი, როგორც ბისმარკი, რომელიც თავისუფლების დიდი მომხრე მაინდამაინც არ არის, ისე იღვწოდა თვითმმართველობისათვის, მერე იმ ქვეყნების შესახებ, რომელთაც გერმანიის მორჩილება არამც თუ უნდოდათ, არამედ ეთაკილებოდათ, თუ ამისთანა რკინის გულისა და მარჯვენის კაცი, როგორც ბისმარკი, სხვა გზით ვერ ახერხებდა ურჩის ხალხის გულის მოგებას, თუ არ თვითმმართველობის მინიჭებითა, სხვას რაღა ეთქმის."

დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან მხოლოდ ადამიანს და კოალას აქვთ თითის ანაბეჭდი

ინდოელი დიასახლისები მსოფლიო ოქროს მარაგის 11% ფლობენ. ეს უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ს, სავალუტო ფონდის, შვეიცარიის და გერმანიის მფლობელობაში არსებული ოქრო, ერთად აღებული.

დადგენილია, რომ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის განმსაზღვრელ კომპლექსურ პირობათა შორის, ერთ-ერთი თესლის ხარისხია. მაღალხარისხოვანი ჯიშიანი თესლი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსავლიანობის გასადიდებლად, რაც აგრეთვე დასაბუთებულია ხალხური სიბრძნით "რასაც დასთეს, იმას მოიმკი". - ქართული გენეტიკისა და სელექცია–მეთესლეობის სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი პეტრე ნასყიდაშვილი

ებოლა, SARS-ი, ცოფი, MERS-ი, დიდი ალბათობით ახალი კორონავირუსი COVID-19-იც, ყველა ამ ვირუსული დაავადების გავრცელება ღამურას უკავშირდება.

ყველაზე დიდი ეპიდემია კაცობრიობის ისტორიაში იყო ე.წ. "ესპანკა" (H1N1), რომელსაც 1918-1919 წლებში მიახლოებით 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ანუ დედამიწის მოსახლეობის 5,3 %.

იცით თუ არა, რომ მონაკოს ნაციონალური ორკესტრი უფრო დიდია, ვიდრე ქვეყნის არმია.