USD 2.7384
EUR 2.8548
RUB 2.6619
Tbilisi
ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი - გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას ითხოვს
Date:  2281

25 წელი გახდება, რაც ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავჯდომარე გია ჭანტურია მოკლეს და აღმაშფოთებელი ფაქტია, რომ ძალიან მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები დღემდე არ არსებობს, დღემდე არ ვიცით რატომ, რა პროცესების ეშინოდათ საქართველოს მტრებს და რა მიზნებს ემსახურებოდა მისი მკვლელობა, რა მოვლენებს შეუწყო და რა მოვლენების განვითარებას შეუშალა ხელი მისმა მკვლელობამ. ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი ისევე, როგორც ვინაობა იმათი, თუ ვინ იდგნენ შემსრულებლების უკან.

Картинки по запросу როგორც გია ჭანტურიას ოჯახმა, ისე საზოგადოების ერთმა ნაწილმა რამოდენიმეჯერ მიმართეს პროკურატურას საქმეზე ხელახალი გამოძიების დაწყების მიზნით, თუმცა, გამოძიება არ დაწყებულა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას დღესაც არა აქვს პოლიტიკური ნება ამ საქმეს მოფინოს ნათელი.

ფსიქოლოგიის განვითარების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველი კიდევ ერთხელ მიმართავს პროკურატურას ღია წერილით და ითხოვს გია ჭანტურიას მკვლელობის ხელახალ გამოძიებას.

უცვლელად გთავაზობთ ბ-ნი ბესიკ ბოგველის საქართველოს მთავარი პროკურორის ბ-ნი ირაკლი შოთაძისადმი გაგზავნილ წერილს.

 საქართველოს გენერალურ პროკურორს  ბატონ ირაკლი შოთაძე

ბატონო ირაკლი, 2019 წლის 19 აგვისტოს საზოგადოების ჯგუფმა შემოვიტანეთ წერილი N01/13-82213 (იხ. დანართი 1), რომელიც ეხებოდა 1994 წლის 3 დეკემბერს ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე გიორგი ჭანტურიას  მიმართ განხორციელებული ტერორისტული აქტის გამოძიების საკითხს, რაც მედიას საშუალებით ფართოდ გაჟღერდა. გავიდა 7 თვე და არათუ საკითხის განხილვა, საერთოდ არანაირო წერილობითი, ან სიტყვიერი რეაგირება არ მომხდარა პროკურატურის მხრიდან. ყოველივემ გადამაწყვეტინა დამეწერა წერილი და დეტალურად გამეკეთებინა ანალიზი თუ რა სახის პოლიტიკურ ლიდერის მკვლელობასთან გვაქვს საქმე რადგან ვთვლით, რომ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრებისთვის, პროკურატურის ღირსებისთვის აუცილებელია გამოძიებული იქნას ეს კარგად ორგანიზებული პოლიტიკური ტერორი, რომელიც საზოგადოების აზრით, განხორციელდა რუსული სპეცსამსახურების უშუალო მითითებით და მიზნად ისახავდა, საქართველოს დასავლური გზით განვითარების შეფერხებას. შეგახსენებთ რომ 1994 წელს გიორგი ჭანტურია არჩეულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ქრისტიან-დემოკრატიული ინტერნაციონალის გენერალურ მდივნად. გ. ჭანტურია მწვავედ აკრიტიკებდა 1993 წელს შევარდნაძეს საქართველოს დსთ-ში შესვლას, რის გამო ედპ პროტესტის ნიშნად დატოვეს დაკავებული თანამდებობები, მათ შორის მინისტრის პორტფელები და შევარდნაძის შესვლას ქვეყნის რუსული პოლიტიკის გავლენის სფეროში დაბრუნებად აფასებდა, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ეროვნულ უსაფრთხოებას. გიორგი ჭანტურია ამ პერიოდისთვის იყო პროდასავლური ლიდერი, რომელიც ქვეყნის მომავალი პრეზიდენტის პოსტზე უალტერნატივო კანდიდატად მოიაზრებოდა.


1994 წელს გიორგი ჭანტურიამ ედუარდ შევარდნაძეს კატეგორიულად მოსთხოვა, რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის გამო, თანამდებობებიდან გადაეყენებინა საქართველოს ძალოვანი უწყების მინისტრები: შინაგან საქმეთა მინისტრი შოთა კვირაია (გარდაიცვალა მოსკოვში) უშიშროების მინისტრ იგორ გიორგაძეს (ამჟამად მოსკოვშია) და თავდაცვის მინისტრს ვარდიკო ნადიბაიძეს (ამჟამად მოსკოვშია) და მათ პრორუსულ ორიენტაციაში სდებდა ბრალს. გია ჭანტურია ღიად აცხადებდა, რომ რუსული სპეცსამსახურების მითითებით, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელთა ქმედებები საფრთხეს უქმნიდა ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებას და მის დემოკრატიულ განვითარებას.

ეს უკვე საუკუნის განმავლობაში სამი ედპ პარტიის ლიდერის (ილია ჭავჭავაძე- მოკლულია მეუღლეს თანდასწრებით, ახლოს სახლთან, კოტე აფხაზი - სასტიკი წამების, დამცირებით მოკლულია, მისი ცხედრის ადგილმდებარეობა დღემდე უცნობია, გია ჭანტურია - სასტიკად დაცხრილეს, მეუღლე დაჭრეს სახლთან ახლოს. დღისისთ საზოგადო სივრცეში ასეთ არადამიანური დემონსტარციული მკვლელობას აუცილებლად უნდა მივცეთ შეფასება - როგორც ედპ-ის ღირებულებებზე, (ედპ ერთადერთი პარტიაა რომელიც სახელმწიფოს მშენებლობას მოიაზრებს ეკლესიის, ტრადიციების და ეროვნული ღირებულებებზე დაყრდნობით), მის მიზნებზე ფსიქოლოგიური დაშინებით განხორციელებული კვალიფიკაცია. აღარ ვსაუბრობ ედპ წევრების მკვლელობას, გადასახლებას, დევნას კომუნისტების მხრიდან.

Картинки по запросу

ილია მართალი ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი 1905 წელს ქმნის ედპ პროგრამას. 1907 წელს რუსეთის დუმაში მონაწილეობა მიიღო და არ დაუჭირა ხმა სოციალ-დემოკრატების ბოიკოტს მიწების რეფორმასთან დაკავშირებით, რის გამო მათი განრისხება დაიმსახურა. სიტყვიერი დაპირისპირება ამის გამო ნოე ჟორდანიასაც კი ქონდა. დუმა დაშალა ნიკოლოზ II, რის შემდეგაც ილია დაბრუნდა სამშობლოში და აქტიურად დაიწყო ედპ პარტის შექმნა და მისი საშუალებით სურვილი ქონდა ეკლესიის და საქართველოს  დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაეწყო, თუმცა კლავენ. ნოე ჟორდანია და კრემლი დიდხანს ცდილობდა რომ ეს მკვლელობა არ გამოძიებულიყო, თუმცა ერთეული ღვაწმოსილიმა მეცნიერმა პირადი შემართებით გამოიძიეს. 2010 წლის პროფესორ ნოდარ გრიგალაშვილის ნაშრომით „თანმდევი სული“ დგინდება მის მკვლელები: ილიკო იმერლიშვილი (ზედმეტსახელი „იმერელი“) რომელიც ასევე ფიგურირებს რუსი ეგზარხოსის ნიკონის მკვლელობის საქმეში. დიმიტრი ჯაში - ილია ჭავჭავაძის მოურავი (რუსეთის ოხრანკის ოფიციალური აგენტი ზედმეტსახელი „ჯაში სლუჩაინი“). ილიას მკვლელობამდე ერთი თვით ადრე, მოკლეს ილიას მოურავი მოსე მემარნიშვილი ილიას მკვლელებმა გიგლა ბერბიჭაშვილმა, პავლე ფშავლივილმა. დიმიტრი ოხრანკას აწვდიდა ინფორმაციას ავტოკეფალისტების მოძრაობის და სოციალ-ფედერალისტურ პარტიის შესახებ, ასევე ფიგურირებს რუსი ეგზარხოზ ნიკონის მკვლელობის საქმეში. ამდენად არა მარტო ილიას მკლელობის საქმეში არამედ რუსი ეგზარქოზ ნიკონის საქმეში ფიგურირებენ ილიას მკვლელები. შეგახსენებთ რომ ავტოკეფალისტებს დაბრალდათ 1908 წლის მაისში რუსი ეგზარქოსის მკვლელობა, დააპატიმრეს ლეონიდე, კირიონ საძაგლიშვილი და სხვა სასულიერო და საერო პირები. ამის გამო ავტოკეფალიის აღგენა გადაიდო 10 წლით. საქმეში ფიგურირებენ  ილიას მკვლელები: რუსეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი, ბოლშევიკი ილია იმერლიშვილი და პავლე ფშავლიშვილი, დიმიტრი ჯაში და სტალინის მარჯვენა ხელი ალექსი ქართველოვი (ქართველიშვილი). – ამდენად, რუსეთის საიდუმლო სამსახურმა, სოციალ-დემოკრატიულ ბოლშევიკურ ძალებთან თანამშრომლობით განახორციელა მკვლელობები, რომელიც ქართული ეკლესიის, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ეს მკვლელობი განკუთვნილი იყო იმ ეროვნული მოღვაწეების გასაფრთხილებლად, ვინც გააგრძელებდა მის გზას. მართლაც შემდომ გამოჩენილი სასულიერო და საერო მოღვაწეების საჯარო მკვლელობა იქცა დაშინების, ანგარიშსწორების ნიმუშად. ილიას შემდეგ მონასტერში საკუთარ კელიაში კლავენ პატრიარქ კირიონს, შემდეგ მის მომხრებს. აქაც გზავნილი – ჩვენ ყვალგან ვართ  მონასტერშიც კი. საქმე დახურეს და არ გამოუძიებიათ დღემდე.  გენერალი მაზნიაშვილის, კოტე აფხაზის და სხვა მამულიშვილების, არაადამაინური დახოცვა უნდა შეფასდეს როგორც საზოგადოებაზე ზეწოლის, დაშინების ფსიქოლოგიურ იარაღად. ასეთი ქმედებები გათვლილია ფსიქიკის პარალიზებისთვის, იწვევს საზოგადოების დაშინებას და ეროვნული ძალების უმოქმედობას.

ეკლესიის დამოუკიდებლობა და მშენებლობა ეროვნულ დემოკრატიული ძალების უპირველესი ამოცანაა.  ამიტომაც ბუნებრივია, რომ 1917 წლის 8 სექტემბერს თბილისში გახსნილ სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებას თავმჯდომარეობდნენ სპირიდონ კედია (შემდგომ ედპ თავმჯდომარე), ტრიფონ ჯაფარიძე (ედპ კომიტეტის წევრი),   გიორგი ჟურული.  შემდგომ ედპ წევრებმა ორგანიზება გაუწიეს პატრიარქ კირიონის რუსეთიდან ჩამობრძანებას.

Картинки по запросу

ამავე წელს სპირიდონ კედიამთანამოაზრეებთან (დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე აფხაზი და სხვ.) ერთად ილიას პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით დააფუძნა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. სასულიერო პირებიც გულშემატკივრობდნენ პარტიის მშენებლობას. წმინდა ნაზარი მიტროპოლიტი ფულით დაეხმარა სპირიდონ კედიას პარტიული გაზეთის გამოსაშვებად.

ამდენად, ეკლესია და ედპ ერთიან ეროვნულ ღირებულებათა სისტემად გვევლინება. სოციალ დემოკრატებისთვის კი პირიქით, ეკლესია, როგორც პარტნიორი, სახელმწიფოს მშენებლობაში არ მოიაზრებოდა. ეს განსხვავებული მიდგომები აისახა ქართველი სოციალ-დემოკრატების ეკლესიისადმი განწყობაშიც. ნოე ჟორდანიამ არ გაითვალისწინა პატრიარქ კირიონის პირადი თხოვნა და მიღებული კანონით ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში მოქმედ სხვა კონფესიებს გაუთანაბრა. მათთვის ყოვლისშემძლე ძალად ევროპის სოციალ-დემოკრატიული ინტერნაციონალი მოიაზრებოდა და არა საკუთარი ხალხი. თბილისში აფრიალებულ წითელი დროშის ფონზე, ქუთაისში ასე ანუგეშებდნენ შეშინებულ მოსახლეობას მენშევიკები „ამხანაგებო გული არ გაიტეხოთ ევროპის ინტერნაციონალი და ევროპის პროლეტარიატი, ბოლშევიკებს ამას არ შეარჩენსო“ – იგონებდა გაოგნებული სპირიდონ კედია. ასე ტყუილებით აბრუებდნენ  ხალხს და ბრძოლის მაგივრად სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ ევროპის მოიმედე.

1981 წ. გია ჭანტურიამ აღადგინა ედპ და აქტიურად დაიწყო ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის. 1988 წელს ედპ-ს მიერ მოწყობილი ნოემბრის მასშტაბური აქციით მოხდა გარდატეხა, რომლის მთავარი მოთხოვნა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის და ედპ პარტიული ბრძოლის საუკუნოვანი ანალიზი. 1919 წ. სოციალ დემოკრატ . 109 ხმა / ედპ - 8

1995 წელი გიას მკვლელობის შემდეგ - საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 90 ხმა (სოციალ დემოკრატიული იდეოლოგია)/ ეროვნული დემოკრატიული პარტია  31 ხმა (ქრისტიან დემოკრატიული იდეოლოგია), დემოკრატიული აღორძინების კავშირი 25 ხმა (სოციალ დემოკრატიული იდეოლოგია). მე მგონი ეს მონაცემები ბევრ რამეზე მეტყველებს. ქონდა თუ არა ედპ ლიდერი მკვლელობის მიზნით პოლიტიკურ ცხოვრებაში უცხო ძალის აქტიურ ჩარევას? ადვილი მისახვედრია, რომ გია ჭანტურია, რომელიც სხვა ლიდერებისგან გაბსხვავებით სასულიერო პირების დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა, როგორც ყველაზე ორგანიზებული პარტია და როგორც ევროპულ პოლიტიკოსებთან დაახლოებული პირი დიდ შედეგებს მოიპოვებდა საპარლამენტო და შემდგომ საპრეზიდენტო არჩევნებზე.

კიდევ ერთი საინტერესოა ისტორია - ბატონ გურამ შარაძის მონაყოლი ამბავი - „ამა 15 წლის წინ, (დაახლოებით 1992 წ/) როცა ილია ჭავჭავაძეზე დიდი მონოგრაფიის წერას შევუდექი და ილიას მკვლელობას ვიკვლევი, დოკუმენტურად დავასაბუთე, რომ ილია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკური ფრთის წარმომადგენლებმა მოკლეს. მაშინ ალექსი ინაურმა გამომიგზავნა კგბ-ს ერთ-ერთი თანამშრომელი, ეს უკანასკნელი დღეს მწერლობს და შემომითვალა: “ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ილიაზე დიდ ნაშრომს წერთ. ისიც ვიცით, რომ ილიას მკვლელობის გამოსამზეურებლად სწორ გზას დაადექით და ეს გზა თქვენ კომუნისტებამდე მიგიყვანთ. კატეგორიულად გიკრძალავთ მუშაობის გაგრძელებას!” 

Картинки по запросу

შემდგომ 2007 წლის 20 მაისს ვინმე ბარათელმა შემთხვევით დაინახა და 7 წლის წინ ამბავის გამო გურამ შარაძეს  საჯაროდ ორი საკონტროლო ტყვია დაახალა.

ამდენად აშკარად იკვეთება ეროვნული იდეოლოგიაზე მდგარი ადამიანების მკვლელობა საჯაროდ, ხალხის დასანახად, ოჯახი წევრების მკვლელობის, ან ოჯახის უახლოესი ადამიანებთან დასწრებით, რაც მთავარია შემდგომ ასეთ ადამიანებზე ხორციელდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

ამდენად დემოკრატიული სახელმწიფოს პოლიტიკური ცხოვრების გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელია დადგინდეს იმ ძალების უხეში ჩარევა რაც აბრკოლებს პარტიულ მოღვაწეობას. ქართულ საზოგადოებას არ უნდა აწუხებდეს გამოუკვლეველი პარტიული მოღვაწეების მკვლელობები. დამეთანხმებით რომ ეს ერთიან დამნაშავეთა რაღაც უწყვეტ კავშირს გავს და რამდენი ხანია ქართველი ხალხი ელოდება სიმართლეს. ელოდება პროკურატორის და სამართლდამცავების, მმართველი პარტიის დაინტერესებას. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ თაობებს დემოკრატიულ საქართველოში ყველაზე ბნელ საუკუნედ გაახსენდებათ ეს პერიოდი. მთელ საზოგადოება ელოდება სიმართლეს - პროკურატორის საფუძვლიან და კეთილსინდისიერ გამოძიებას, რათა ნათელი მოეფინოს ბოლშევიკების სისაძაგლეს, დაუნდობლობას და არ არის გასაკვირვი, რომ დანაშაულმა მიგვვიყვანოს საქართველოს გარეთ არსებულ ძალებთან რომელნიც ვერ იტანენ საქართველოს ეკელსიის და სახელმწიფოს დამუკიდებლობას და გაძლიერებას.

წარმატებას გისურვებთ და გემშვიდობებით იმ იმედით, რომ ქართული საზოგადოება მალე მოისმენს პროკურატურის მხრიდან დუმილის სანაცვლოდ ღირსეულ საჯარო განაცხადს და 2019 წლის 19 აგვისტოს საზოგადოების ჯგუფის შემოტანილ  წერილზე N01/13-82213  წერილობით პასუხს.

 პატივისცემით, ცენტრის ხელმძღვანელი - ბესიკი ბოგველი

analytics
«The Washington Post» (აშშ): „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ომისადმი შიშის გამო, საქართველო რუსეთისაკენ დაბრუნებას ირჩევს“ (ავტორი - მარია ილიუშინა), რომელშიც განხილულია არჩევნებისშემდგომი სიტუაცია საქართველოში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

(...) ქართველთა უმრავლესობა - გამოკითხვების მიხედვით, 80%-ზე მეტი - მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ ორიენტაციას და მოსკოვის მიმართ მაინცდამაინც განსაკუთრებულ სიყვარულს არ ამჟღავნებს, ოპოზიცია კი ცდილობს ხმის მიცემის შედეგები წარმოადგინოს როგორც არჩევანი ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტორში მომხდარი ხანმოკლე ომის შედეგად საქართველოს ტერიტორიის 20% დე-ფაქტოდ რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფება, მოსკოვის სამხერო ძლიერების ჩრდილი სულ უფრო შესამჩნევი ხდება. შესაბამისად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩევლებს უფრო რადიკალური დილემა შესთავაზა: არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

მმართველი პარტიის „რუსეთის მხარეს შებრუნება“ შედარებით ახალ მოვლენას წარმოადგენს. 2012 წელს, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, მნიშვნელოვან საგარეოპოლიტიკურ წარმატებას მიაღწია - სწრაფად დაუახლოვდა ევროკავშირს მასში გაწევრიანების სურვილით, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების კვალობაზე პარტიამ რუსეთის ორბიტისაკენ გადაუხვია. მთავრობამ ევროპა და ადგილობრივი ოპოზიცია წარმოადგინა „ომის გლობალური პარტიად“, რომელსაც სურს საქართველო მოსკოვთან ომში ჩაითრიოს და კრემლთან დაპირისპირების ინსტრუმენტად გამოიყენოს

ამჟამად „ქართული ოცნება““ ოფიციალურად პრორუსულ პარტიას არ წარმოადგენს, მაგრამ ხშირად მისი პრაქტიკული მოქმედება საერთო პრორუსულ ჩარჩოებში ჯდება. 

ევროპული გზიდან გადახვევის პოლიტიკის ცენტრში მოჩანს „ქართული ოცნების“ დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი - მილიარდერი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბოლო ათწლეულში წავიდა ქართული პოლიტიკიდან, მაგრამ იმავდროულად გავლენიან ადამიანად რჩებოდა. ბიძინა ივანიშვილი რუსეთში ყოფნის დროს გამდიდრდა, 1990-იან წლებში და როგორც მისი კრიტიკოსები ამბობენ,  მისი რიტორიკა და პოლიტიკური მრწამსი რუსეთის ლიდერის პოზიციას უთავსდება.

რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან პურველ ეტაპზე საქართველომ უკრაინას მხარი დაუჭირა. თბილისში დღესაც ბევრი უკრაინული დროშა ფრიალებს, მაგრამ მთავრობა თავს იკავებს რუსეთის გადაჭარბებული კრიტიკისაგან და ერიდება ანტირუსული სანქციების რეალიზებას.

„ჩვენ, როგორც ქვეყნის მმართველმა პარტიამ, მთავრობამ, ყველაფერი გავაკეთეთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“, - განაცხადა „ვაშინგტონ პოსტთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ, მაგრამ, მისი თქმით, დასავლეთის ოფიციალურმა პირებმა რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევა მოისურვეს: „ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოსათვის ძალზე სარისკო და გაუმართლებელი იქნებოდა“.

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად ისარგებლა უკრაინის ომით და ამომრჩევლებს პლაკატების სერია შესთავაზა, რომლებზე გამოსახულია ერთი მხრივ, ომით დანგრეული უკრაინის ქალაქები და სოფლები, მეორე მხრივ - აღმშენებლობის პროცესში მყოფი საქართველო. ასეთმა პროპაგანდამ თავისი გამოძახილი ჰპოვა რუსეთთან ომგადატანილ საქართველოს მოსახლეობაში, განსაკუთრებით სოფლებში, ოკუპირებულ რეგიონებთან ახლოს, მხარეთა დამაშორიშორებელ ე.წ. სადემარკაციო ხაზის გასწვრივ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ომი

ქართველებს კარგად ახსოვთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ჭორვილისაკენ - ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფლისაკენ მიმავალი გზა, რომელიც კავკასიის ქედის სამხრეთ კალთებზე მდებარეობს, სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის - სამხრეთ ოსეთთან ახლოს გადის, სულ რაღაც ორიოდე კილომეტრში, სადემარკაციო ხაზთან.

ჭორვილაში ბიძინა ივანიშვილს თითქმის ეროვნულ გმირად თვლიან - მდიდარ ადამიანად, რომელიც თანასოფლელებს ყოველმხრივ ეხმარებოდა - სახლებისა თუ გზების მშენებლობაში, ჯანდაცვასა თუ კომუნალური გადასახადების გადახდაში, სანამ მან სახელმწიფო თანამდებობა - ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი არ დაიკავა.

„მე ომის მოწინააღმდეგ ვარ. დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ მსვიდობას შეინარჩუნებს. არ გვსურს, რომ რომელიმე ქვეყანა საქართველოს მტერი იყოს და არც ის გვინდა, რომ საქართველოს იყოს სხვა ქვეყნის მტერი“, - ამბობს გიორგი გურძენიძე, სკოლის დირექტორი, რომელსაც ახსოვს, თუ როგორ ხმაურით დაფრინავდნენ სოფლის თავზე, ცაში რუსული თვითმფრინავები 2008 წელს.

„ქართული ოცნება“ აქტიურად უჭერს მხარს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კურსის ორ ძირითად მომენტს - მშვიდობას ნეიტრალიტეტის გზით და ქართული ტრადიციული ფასეულობების დაცვას. „ქართული ოცნების“ მტკიცებით, მისი სტრატეგიული მიზანი არ შეცვლილა - ევროინტეგრაცია ძალაში რჩება, რომლის რეალიზებას 2030 წლისათვის არის დაგეგმილი: საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება „ღირსეულად“ და ტრადიციული ეროვნული ფასეულობების დაცვით.

„რა თქმა უნდა, მსურს ევროკავშირის წევრი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენი წინაპრების ღირსებაც და მემკვიდრეობაც უნდა დავიცვათ. ქალი ქალი უნდა იყოს, კაცი კი - კაცი“, - ამბობს ჭორვილელი მამია მაჭავარიანი.

ქართველთა ღირსება კი დაცული იქნება ორი კანონით, რომლებმაც, პრაქტიკულად, ევროკავშირში საქართველოს პოტენციური წევრობის პროცესი შეაჩერეს - იმიტომ, რომ მათი დებულებები ევროპული ბლოკის სტანდარტებს ეწინააღმდეგება. ეს კანონებია „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანების დაცვის, ასევე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლებიც, როგორც ოპოზიცია აცხადებს, რუსული სამართლებრივი აქტების ასლებს წარმოადგენენ.

ევროპა შორეული ხდება?!

საქართველოს დედაქალაქის მცხოვრებთა ნაწილი შეშფოთებულია, რომ ქვეყნის შანსი ევროკავშირის წევრობაზე მცირდება. „არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების უზურპაცია“, - ამბობს 38 წლის გიორგი, რომელიც გვარს არ ასახელებს, ვაითუ დევნა დაუწყონ, - „ჩვენ ევროკავშირთან ინტეგრაცია უნდა გავაღრმავოთ. რუსეთთან დაახლოებას კი არცერთი ნორმალური ქვეყანა არ ცდილობს. პრორუსუსლი ორიენტაცია თვითმკვლელობას ნიშნავს, რადგან მოსკოვი არანაირი შეთანხმების პირობებს არ იცავს“.

ოპოზიცია მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ომის წინააღმდეგ მიმართულ კურსს და მას პროპაგანდისტულს უწოდებს, ზოგიერთები კი თვლიან, რომ მმართველ პარტიის მხრიდან ამგვარი ლოზუნგების წარმოჩენა ხელისუფლებაში დარჩენასა და ერთპარტიული მმართველი სისტემის შენარჩუნებას ემსახურება.

პარტია „საქართველოსათვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები - პრორუსული გადახრები - იმითაა გამოწვეული, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხელისუფლების როტაციას ნიშნავს: „მისი მთავარია მიზანია ხელისუფლების შენარჩუნება. იგი ხედავს, რომ ევროპული დემოკრატია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლას ითვალისწინებს“.

მაგრამ არჩევნების შედეგების წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციები ისეთივე ძლიერი და ფართო არ არის, როგორიც გაზაფხულზე მიმდინარეობდა ზემოთ ხსენებული კანონების მიღების დროს. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია გამოფიტულია. მათ ვერც დასავლეთი ვერ უწევს სათანადო დახმარებას. ბრიუსელს შეუძლია გარკვეული ზეწოლა მოახდინოს „ქართულ ოცნებაზე“, მაგრამ ევროპელი ჩინოვნიკების რეაქცია აწონილ-დაწონილია: დამკვირვებლებმა ნამდვილად დააფიქსირეს დარღვევები, მაგრამ მათ თავი შეიკავეს იმის განცხადებაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და ხმები მოპარულია.

არჩევნებში მომხდარი ყველა დარღვევის დეტალურად გამოკვლევა დროს მოითხოვს - კვირეებს და შეიძლება თვეებსაც, თანაც საკმაოდ რთულია მათი დამტკიცება-დადასტურება. „ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთს არ სურს ხისტი ნაბიჯები გადადგას საკმარისი მტკიცებულებების გარეშე, ოპოზიციას კი საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს“, - ამბობს ჯონ დიპირო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან.

ბიძინა ივანიშვილი აშკარად იმაზე დებს თავის ფსონს, რომ ევროპა საქართველოსადმი ინტერესს დაკარგავს. ჯერ კიდევ ზაფხულში იგი აცხადებდა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვება რუსეთ-უკრაინის ომს დაასრულებს. „ჩვენ მაქსიმუმ ერთი წელი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მოვითმინოთ, შემდეგ კი [დასავლეთის] გლობალური და რეგიონული ინტერესები შეიცვლება, მათთან ერთად კი შეიცვლება ინტერესები საქართველოს მიმართაც“, - ამბობდა ბიძინა ივანიშვილი, - ომის დასრულებასთან ერთად კი ყველა გაუგებრობა ევროპასთან და ამერიკასთან გაქრება“.

წყარო: https://www.washingtonpost.com/world/2024/11/21/georgia-russia-elections-influence/

 

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way