USD 2.6327
EUR 3.0100
RUB 3.3603
თბილისი
ფრიდრიხ მერცი - ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია
თარიღი:  1385

ეს ირანის რეჟიმისთვის ბოლო დღეები და კვირებია, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა.

„თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ“, - განაცხადა მერცმა.

მერცმა იმედი გამოთქვა, რომ კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დასრულდება.

„ნებისმიერ შემთხვევაში, რეჟიმს არჩევნების გზით ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდა“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მსოფლიო
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განაახლეს

ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის