18 წლამდელ გოგონათა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა სპორტსმენებმა მეორე ტურის საგზურის მოპოვება შეძლეს.
ლატვიაში გამართული 6 შეხვედრიდან ჩვენმა გოგონებმა 3 თამაშის მოგება მოახერხეს და კიდევ ერთხელ მიიღეს შანსი იასპარეზონ ევროპის ჩემპიონატზე.
ქართველმა გოგონებმა დაამარცხეს ესტონეთი (3:2), ლიეტუვა (3:1) და აზერბაიჯანი (3:0).
ევროპის პირველობისდასკვნით ეტაპზე მოსახვედრად კი ქართველ ფრენბურთელებს დაძაბული თამაშების ჩატარება უკვე აპრილის თვეში, მეორე ტურის ფარგლებში მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ დამოუკიდებელი ფრენბურთის ისტორიაში ახალგაზრდული ნაკრები გასული წლის ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავიდა.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.