ცნობილი ფრანგი მსახიობი მორის ბარიე 87 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა.
ამის შესახებ გამოცემა Le Figaro იტყობინება. მსახიობის ოჯახის მტკიცებით, ის საავადმყოფოში ფილტვების დაავადებით გადაიყვანეს, კორონავირუსით კი კლინიკაში დაინფიცირდა. მორის ბარიემ სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. ის 50-მდე ფილმშია გადაღებული. პარტნიორობას ბარიეს ლეგენდარული მსახიობები ალენ დელონი, ჟან-პოლ ბელმონდო, ჟან გაბენი, ჟერარ დეპარდიე და პიერ რიშარი უწევდნენ.
წყარო: lefigaro.fr