USD 2.7015
EUR 3.0967
RUB 3.3236
Тбилиси
ფოთში, პროექტ ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, 34 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა
дата:  1057
ფოთში, პროექტ ,,ჩემი პირველი კომპიუტერი“-ს ფარგლებში, 34 მოსწავლე პერსონალური კომპიუტერით დაჯილდოვდა.
 
,,ჩემი პირველი კომპიუტერი“- პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად, უკვე მე-15 წელია წარმატებით ახორციელებს.
 
პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა .
 
 მოსწავლეებს კომპიუტერები ფოთის მერის მოადგილე ლექსო თოდუამ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, გოჩა ქორქიასთან ერთად გადასცა.
 
პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
 
мир
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში ომი დასასრულს უახლოვდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NBC News-ს განუცხადა, რომ ირანში ომი „დასასრულს უახლოვდება“.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის სამხედრო ძალები „განადგურებულია“, ხოლო მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობა „ბევრად უფრო გონიერია“ და ნაკლებად „რადიკალიზებული“, ვიდრე წინა ლიდერები, რომელთა უმეტესობაც ამერიკული და ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპა.

„ჩვენ შესანიშნავად მივიწევთ წინ“, - ამბობს ტრამპი. „და ეს ყველაფერი დასასრულს უახლოვდება“.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати