ფოთს განაშენიანების ახალი გენერალური გეგმა ექნება. ხელშეკრულებას ხელი ფოთის მერმა და კონკურსში გამარჯვებული კომპანიის, ამხანაგობა „სითი სტუდია 9-ის“ ხელმძღვანელმა მოაწერეს.
პროექტზე იმუშავებს არქიტექტურული კომპანიების ჯგუფი, რომელსაც როგორც ითქვა ქალაქგეგმარებაში დიდი გამოცდილება აქვს. პროცესში ჩართული იქნება ასევე უცხოელ ურბანისტთა ჯგუფი.
კომპანია ერთი წლის განმავლობაში შეიმუშავებს ფოთის გენერალურ და განაშენიანების გეგმას, ასევე, მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმის რევიზიასა და განახლებას
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.
აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128