USD 2.7320
EUR 3.1087
RUB 3.4775
Тбилиси
ფოთის თეატრის რეაბილიტაციაზე დამატებიტ 11 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება
дата:  

ფოთში ვალერიან გუნიას სახელობის თეატრის გახსნა უკვე 14 წელია ვერ ხერხდება.

თეატრის რეაბილიტაზიციაზე წლების განმავლობაში 28 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს თანხა რემონტისთვის მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. კიდევ წლები და კიდევ დამატებით 11 მილიონია საჭირო იმისთვის, რომ ფოთში ერთი თეატრი გაიხსნას.

ისტორიაა აქ არ მთავრდება: მხოლოდ ამ ინფორმაციის გაგებაში ანუ ხალხს რომ სცოდნოდა, რომ მათი ჯიბიდან კიდევ 11 მილიონი დაიხარჯებოდა, დამატებით 300 ათას ლარამდე  ხარჯების მთვლელ კომპანიას გადაუხადეს.  

ფოთის ოპოზიციონერი ლიდერები შესაძლო კორუფციაზე საუბრობენ.

2018 წელს გამოცხადდა ტენდერი, რაშიც 800 ათას ლარამდე მოგვიწია დაგვეხარჯა და 2019 წლის შემდეგ ახლაც აღმოვაჩინეთ, რომ 2023 წელს გამოცხადდა ტენდერი კოკრეტულად სახარჯთაღირცხო, რომელიც შეასრულა კომპანია "მეგავატმა" და ავადგინეთ, რომ თურმე კიევ 12 მლნ-მდე გვიწევს ჯამში დახარჯვა იმისთვის, რომ ფოთის თეატრი საბოლოოდ რეაბილიტირდეს. დღესაც ვხედავთ,რ ომ ფოთის თეატრი არ ფუნქციონირებს და სპექტაკლებს კულტურის ცენტრში მართავენ. 14 წელია ფოთელები უკვე ამ თეატრს ვაშენებთ და იმედია, ამ არაშენდას სტატუსს თეატრი მოიშორებს, - ამბობს ადგილობრივი ოპოზიციის წარმოამდგენელი. 

голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати