USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
ფოთის მერი: მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება
дата:  577

ფოთში მთელი ღამის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბანში, მიმდინარეობდა სტიქიის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გზის განთავისუფლება და უსაფრთხოებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.

ფოთის მერიის ინფორმაციით, ყველა შემოსულ შეტყობინებაზე შესაბამისი სამსახურების მიერ ხორციელდება მყისიერი რეაგირება. ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია ქალაქის დიდი ნაწილს. შექმნილია ზარალის შემსწავლელი ჯგუფი, რომელიც შესაბამისად აღწერს მიყენებულ ზარალს

,,შექმნილია სამუშაო ჯგუფები მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ, რომლებიც 24 საათის განმავლობაში აგრძელებენ მუშაობას. მოსახლეობას შეუძლია ცხელ ხაზზე დარეკოს, ან თავიანთ უბანში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდნენ. გრძელდება სამუშაოები ელექტროენერგიის აღსადგენად. ხშირია ხეების მოგლეჯის შემთხვევა, ამიტომ ყველას მოვუწოდებ, თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს, გადაადგილებას მოერიდონ. მადლობა ყველა შესაბამისი უწყების თანამშრომელს, ვინც შეუჩერებლად აგრძელებს მუშაობას.“-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

„ძლიერი ქარის გამო გამოწვეული სხვადასხვა სახის საფრთხის ან დაზიანების შემთხვევაში დარეკეთ ფოთის მერიის ცხელ ხაზზე:

0(493) 22 12 95 ( სამუშაო საათები: 09:00სთ- 18:00სთ)

ან დროის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდით მერის წარმომადგენლებს:

ცენტრის უბანი -579 75 20 17;

მალთაყვის უბანი- 555 57 14 38;

კუნძულის უბანი - 551 41 11 02;

ნაბადის უბანი- 599 25 41 21“, - აღნიშნულია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати