USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
forbes-ის შეფასებით მიხეილ ლომთაძის ქონება ივანიშვილისას აჭარბებს. ივანიშვილის ქონება ამ სიაში 4.9 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული, ლომთაძის კი, 5.4 მლრდ აშშ დოლარად
дата:  1158

ყაზახური ფინტექ პლატფორმა, Kaspi-ის CEO-ს მიხეილ ლომთაძე Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში დაბრუნდა. ლომთაძე Bloomberg-ის რეიტინგში რამდენჯერმე მოხვდა და მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგს რამდენჯერმე გამოეთიშა.

პირველად 2021 წლის ოქტომბერში მოხვდა, მაშინ, როდესაც მისმა ქონებამ 5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. რამდენიმე თვეში, ყაზახეთში საპროტესტო აქციებს კრიზისი და ლომთაძის კომპანიის აქციების მკვეთრი კლება მოჰყვა, შედეგად, Bloomberg-ის სიაში ქართველი მილიარდერი აღარ იძებნებოდა. თუმცა 2023 წლის აგვისტოში ისევ დაბრუნდა. შემდეგ თვეში ლომთაძის ქონება შემცირდა და შესაბამისად, რეიტინგს მიღმა აღმოჩნდა. ამ დროისთვის ლომთაძე 500 ადამიანით შედგენილ სიაში 5.8 მლრდ აშშ დოლარით 492 ადგილზეა და ამ სიაში მეორე ქართველია. პირველი, ბიძინა ივანიშვილი კი, 7 მლრდ აშშ დოლარით 381 ადგილს იკავებს.

ქართველი მილიარდერების ქონებაზე განსხვავებულია forbes-ის შეფასება, აქ ლომთაძის ქონება ივანიშილისას აჭარბებს. "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ქონება ამ სიაში 4.9 მლრდ აშშ დოლარადაა შეფასებული, მიხეილ ლომთაძის კი, 5.4 მლრდ აშშ დოლარად.

მიხეილ ლომთაძე ბანკის დამფუძნებელთან, ვიაჩესლავ კიმთან ერთად Kaspi-ს ძირითადი პარტნიორია და მას ბანკის 25% ეკუთვნის.

როგორც Bloomberg-ი, ასევე Forbes-ი მილიარდერთა ქონებების შეფასებებს საკუთარი წყაროებისა და მეთოდოლოგიების მიხედვით ადგენენ. რეალურად რამდენია კონკრეტული მილიარდერის ქონება საჯარო ინფორმაცია არაა და გამოცემების შეფასებები ამ მხრივ მხოლოდ ვარაუდს წარმოადგენს. Bloomberg-ს ქონების შეფასებაში ასახული აქვს მაგალითად ბიძინა ივანიშვილის მიერ შეძენილი თანამედროვე მხატვრების ტილოები და სხვა ძვირფასი ნივთები, რასაც Forbes-ის მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს.

мир
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати