USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Тбилиси
ფონიჭალის დასახლების მე-3ა მიკრორაიონის, N6 კორპუსში კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა პროექტი განახორციელა
дата:  609
ფონიჭალის დასახლების მე-3ა მიკრორაიონის, N6 კორპუსის ამხანაგობის მიმართვის საფუძველზე, კრწანისის რაიონის გამგეობამ სხვადასხვა პროექტი განახორციელა.
 
კერძოდ, "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში, კორპუსში ძველი ლიფტები ახლით შეიცვალა, ასევე განახლდა სადარბაზოების შესასვლელების გადახურვა და შესასვლელი კარი.
 
აღნიშნული სამუშაოებისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 70 000 ლარზე მეტი გამოიყო.
 
დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად, გაეცნო.
мир
ირანმა ბაჰრეინსა და ქუვეითში აშშ-ის სამხედრო ბაზებს დაარტყა

ირანმა აშშ-ის ბაზებზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმების ახალი ტალღა განახორციელა, - ამის შესახებ ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა აშშ-ის საჰაერო ბაზაზე მდებარე ვერტმფრენების ტექნიკური მომსახურებისა და შეკეთების ობიექტებზე, P-8 Poseidon თვითმფრინავის განთავსების ანგარზე და სამხედრო დრონების მართვისა და კონტროლის ცენტრზე.

„საპასუხო ოპერაციები გაგრძელდება“, - განაცხადა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.

ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმები ისმოდა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდეს.

ამასთან, ირანული მედიის ცნობით, დარტყმები განხორციელდა ქუვეითში, აშშ-ის სამხედრო ბაზებზე განთავსებულ ინფრასტრუქტურაზეც.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, მთლიანად განადგურდა ალი ალ სალემში აშშ-ის ბაზაზე საწვავის შესანახი ავზები და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, დარტყმა განახორციელეს აჰმად ალ ჯაბერის საჰაერო ბაზაზეც, რის შედეგადაც FPS სარადარო სისტემა დაზიანდა.

ქუვეითის შეიარაღებულ ძალებს თავდასხმების შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати