შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 21 პირი დააკავა. მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია.
სამართალდამცველებმა მათგან, საკონტროლოდ, რამდენჯერმე შეისყიდეს ნარკოტიკული საშუალება და ფაქტი ფარულად გადაიღეს. პირები მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
მათი ბინების ჩხრეკისას, საცხოვრებელი სახლებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფულადი თანხა ამოიღეს