USD 2.6239
EUR 3.0219
RUB 3.2557
Tbilisi
ფონდი „ქართუ“ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკითხზე დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
Date:  

ფონდი „ქართუ“ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დროს სამედიცინო საზოგადოება მოიცვა ვნებათაღელვამ, რომელიც უკავშირდება, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ – „თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ რეაბილიტაციასა და რეორგანიზაციას.

ვინაიდან ხსენებული კლინიკის პერსონალმა წერილობით მოგვმართა და ასევე საჯარო გამოსვლებში ახსენა ფონდი „ქართუ“, ვითვალისწინებთ რა ამ თემისადმი არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, საჭიროდ ვთლით ახსნა-განმარტება გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.

ფონდ „ქართუს“ წლების წინ მართლაც ჰქონდა მიზნები და გეგმავდა რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირეულ გადაკეთებას. 2007 წელს ჩვენი დაკვეთით ცნობილმა ბრიტანულმა საინჟინრო-კონსტრუქციულმა კომპანიამ – ARUP მოამზადა კვლევა და დაამუშავა შესაბამისი კონცეფცია. პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოხდებოდა საავადმყოფოს კომპლექსის ძირეული გადაკეთება, განხორციელდებოდა არსებული ამორტიზირებული შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი, მას შეეცვლებოდა ფუნქცია – კლინიკის მაგიერ იქ განთავსდებოდა სამედიცინო ინსტიტუტი და სასწავლებელი, ხოლო დღევანდელი შიდა ეზოს ადგილზე აღიმართებოდა კლინიკის ახალი კორპუსები საერთო ფართით 56’000 კვ. მეტრი. პროექტის განხორციელების შემთხვევაში საავადმყოფო სრულად დააკმაყოფილებდა საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებსა და შეძლებდა სტაციონარული წესით ერთდროულად 772 პაციენტის მიღებას.

ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოვლინდა არსებული შენობის არასახარბიელო მდგომარეობა და კონსტრუქციული დეფექტები. ძველ შენობას მრავალმხრივი პრობლემები გააჩნდა, რომელთა აღმოფხვრა არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით ვეღარ ხერხდებოდა. ძველი შენობა თვისობრივად არ აკმაყოფილებდა თანამედროვე სამედიცინო სტანდარტებს. საბოლოოდ გამოიკვეთა ახალი შენობების აგების საჭიროება. ამ გეგმებს ხელი შეუშალა 2007 წლის ნოემბრის ცნობილმა მოვლენებმა, რის შემდეგაც ფონდმა ძირეულად შეზღუდა კონტაქტები მაშინდელ ხელისუფლებასთან. თუმცა, აქვე აღვნიშნავთ, რომ „ფონდი ქართუს“ ძალისხმევა რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმართებაში არ შემოიფარგლება ხსენებული პროექტის მომზადებით.

საერთო ჯამში, სხვადასხვა პერიოდში ფონდის კონტრიბუციამ საავადმყოფოს სასარგებლოდ შეადგინა 35 მილიონ აშშ დოლარზე მეტი. ამ თანხებით მოხდა საავადმყოფოს შენობის წინა მხარის მიშენება, გარკვეული ნაწილის რეკონსტრუქცია – რემონტი, და ასევე შეძენილ იქნა სამედიცინო აპარატურა და ავეჯი“,- აღნიშნულია ფონდი „ქართუს“ განცხადებაში.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way