USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
ფონდი „ქართუ“ ახალი ცენტრალური პარკის მშენებლობას 100%-ით დააფინანსებს
Date:  1144

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დაანონსება მოხდა და დღეს შესაძლებლობა გვაქვს საზოგადოებას წარვუდგინოთ ეს პროექტი. ეს იქნება მულტიფუნქციური პარკი, სადაც თბილისის ყველა მცხოვრები, ასაკის მიუხედავად, შეძლებს დასვენებას, - ამის შესახებ ფონდი „ქართუს“ საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა თბილისის ცენტრალური პარკის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხდა.

მისი თქმით, თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე. „ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა ეს ტერიტორია წლების წინ შეიძინა კერძო პირებისგან. მან მიიღო გადაწყვეტილება, ეს ტერიტორია გადმოეცა თბილისის მუნიციპალიტეტისთვის. ფონდი „ქართუ“ იქ სამუშაოების ჩატარებას 100%-ით დააფინანსებს და ახალი ცენტრალური პარკის შექმნას“, - აღნიშნა ჩხეტიანმა. .

მისი თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში ფონდმა $3 მილიარდის ქველმოქმედება განახორციელა საქართველში და მოიცვა საზოგადოებრივი ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფერო. „კულტურა, მეცნიერება, განათლება, სპორტი. ჩვენი ისტორიული ძეგლების აღდგენა და რაღა თქმა უნდა, ძეგლების დაცვა. ფონდს უამრავი პროექტი აქვს განხორციელებული ამ მხრივ. კერძოდ, თბილისისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღები, რომელზეც წლების განმავლობაში ვზრუნავთ. ახლახან დასრულებული დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, ჩვენი დაცული ტერიტორიები, ეროვნული პარკები და ნაკრძალები, სადაც ჩვენ უამრავი ინფრასტრუქტურა აღვადგინეთ. ამჟამად მიმდინარეობს თბილისში ურბანული ტყის პროექტი, რომელიც ხორციელდება მთაწმინდის და ვერეს ფერდობზე და უახლოეს მომავალში თითქმის 700 ჰექტარის ფართობი იქნება ისევ განახლებული. ეს სარეკრეაციო ზონა ახალი მწვანე ფილტვების ფუნქციას შესძენს ამ ადგილს და გააჯანსაღებს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებას დედაქალაქში“, - აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა. .

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ თბილისის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ყოფილი იპოდრომის ტერიტორია, რომელიც კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა. ცენტრალური პარკი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენდება.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way