USD 2.7056
EUR 3.1223
RUB 3.4355
Тбилиси
ფინანსთა სამინისტრო: საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა
дата:  429

მიმდინარე წლის 7 თებერვალს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი, კვლავ სტაბილურად შეაფასა, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს გააჩნია რეგიონის ქვეყნებთან შედარებით უფრო ძლიერი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო. ამასთან, რეიტინგის სტაბილურობას ეხმარება მთავრობის ვალის ზომიერი სიდიდე, მოქნილი გაცვლითი კურსის რეჟიმი.

„საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო კვლავ, შედარებით გონივრულად არის მიჩნეული, განსაკუთრებით კი რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით.

სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს ფისკალური პარამეტრების ზღვრულ დონეზე არსებობას და ფისკალური გეგმების გადაჭარბებით შესრულებას. საბანკო რეგულაციები ეფექტიანად და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისად არის შეფასებული“, - აცხადებენ სამინისტროში.

мир
აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

აშშ-მა ვენესუელური Cartel de los Soles-ი უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა, - ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის ფედერალურ რეესტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან დაკავშირებული Cartel de los Soles-ისთვის უცხოური ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

გამოცემის ცნობით, Cartel de los Soles-ის უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ მოქმედებისთვის დამატებით შესაძლებლობას ანიჭებს.

„გადაწყვეტილება თეთრ სახლს უფრო ფართო უფლებამოსილებას მისცემს, რათა სანქციები დააწესოს და მადუროს აქტივებზე ზეწოლა განახორციელოს“, - წერს გამოცემა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ივან გილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციაა“.

„ვენესუელა კატეგორიულად უარყოფს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ახალ და აბსურდულ გამოგონებას. ამ ნაბიჯის მიზანი ვენესუელის წინააღმდეგ უკანონო ინტერვენციის გამართლებაა, აშშ-ის კლასიკური რეჟიმის შეცვლის ფორმატით. ამ მანევრსაც იგივე ელის, რაც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა აგრესიას: წარუმატებლობა“, - აღნიშნა ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

более
голосование
Кстати