ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვეში სახელმწიფომ საგადასახადო ზედმეტობის სახით კომპანიებს 1.4 მილიარდი ლარი დაუბრუნა, რაც ძირითადად დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნების სახით განხორციელდა.
“როგორც იცით, ფინანსთა სამინისტრიოს ერთ-ერთი პრიორიტეტია საგადასახადო ზედმეტობების დასაბრუნებლად საგადასახადო ზედმეტობების ქვეანგარიშზე თანხების მიმართვა.
წლის დასაწყისისთვის ნაშთი საგადასახადო ზედმეტობების დაბრუნების ქვეანგარიშზე შეადგენდა 534,400,000 ლარს. 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ამ ანგარიშზე მიმართულია 1,370,000,000 ლარი, ხოლო ზედმეტობების სახით ამავე პერიოდში დაბრუნებულია 1,382,700,000 მლნ ლარი,” - ნათქვამია სამინისტროს განმარტებაში.
შემოსავლების სამსახური აკონტროლებს თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს თითოეული კომპანიის მიერ წარდგენილი საგადასახადო აქტივის შესახებ ინფორმაცია.
დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთმა კომპანიამ ყალბი ანგარიშ-ფაქტურებით 48 მილიონის ოპერაციები განახორციელა, რითიც 6.7 მილიონი ლარის ყალბი საგადასახადო აქტივი შეიქმნა, საიდანაც 0.8 მილიონი ლარის დაბრუნებას შეეცადა
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.