ანტიკრიზისული გეგმიდან, კომპენსაციების გაცემის პაკეტი ჩვენი საზოგადეობის ბევრ ჯგუფს მოიცავს. პირველ რიგში ეს მოიცავს იმ ადამიანებს, რომლებიც ვეღარ ღებულობენ ხელფასს. ისინი არიან ან დროებით უხელფასო შვებულებაში ან არიან უმუშევრები. თითოეული მათგანი მიიღებს 1200 ლარიან პაკეტს შემდეგი 6 თვის განმავლობაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, შემდეგია დასაქმებული ადამიანების ჯგუფი. „ამ შემთხვევაში ჩვენ სამსახურის შენარჩუნების პროგრამა გვაქვს. რაც თავის შინაარსში მოიცავს შემდეგს: ყოველი დამსაქმებელი ანუ კომპანია, იურიდიული პირი, რომელიც შეინარჩუნებს 1500 ლარამდე სამუშაო ადგილს 750 ლარის ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. ესეც შემდეგი 6 თვის განმავლობაში.
ამის გარდა არის თვითდასაქმებულების ჯგუფი. ამ ჯგუფის მიმართ გვაქვს შესაბამისი მიდგომა. ეს არის ძალიან გამარტივებული გზა თუ როგორ უნდა დაადასტურონ რომ იღებდნენ შემოსავალს. ამ შემთხვევაში ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ სქემა, რომლითაც ამას დავადგენთ“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.