USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი - ახლა ორი მთავარი გამოწვევა გვაქვს
თარიღი:  558

 ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად მოკლე ვადებში დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, რომლებიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მედიასთან პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წლიური გამოსვლის კომენტირებისას.

"გადამწყვეტი მომენტი ანგარიშში არის ის, რომ 2019 წლის ეკონომიკური პარამეტრები იყო ერთ-ერთი საუკეთესო თანამედროვე საქართველოს ისტორიაში. ზოგჯერ აცხადებენ, რომ 5,1%-იანი ზრდა არ არის საკმარისი და ყოფილა 7 ან 8, პროცენტიანი ზრდაც, მაგრამ ცალკე, ერთი პარამეტრით არასდროს არ ფასდება ეკონომიკა. ჩვენ უნდა ავიღოთ ჯამურად რამდენიმე მნიშვნელოვანი პარამეტრი, როგორიც არის პირველ რიგში, ეკონომკიური ზრდა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, შემდეგ ის პროექტები და ის ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, რომლებსაც სახელმწიფო ახორციელებს, ასევე მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დეფიციტის ოდენობა. აი ასეთი პარამეტრებით, რომ შევხედავთ 2019 წელს, ეს იყო ძალიან ოპტიმალური წელი. დაახლოებით ამ ტემპით ჩვენ, რომ შევძლოთ 7 ან 8 წელი ზედიზედ ზრდა, დამერწმუნეთ, რომ თვისობრივად სხვა ქვეყანას მივიღებთ", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, გლობალური პანდემიის გამო ზრდის ტემპი 2020 წელს შენელდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც.

,,ამიტომ, ახლა ჩვენ გვაქვს ორი მთავარი გამოწვევა: პირველი, რა პრობლემებიც გვიდგას არის ის, რომ მაქსიმალურად შევეხიდოთ ადამიანებს და ასევე კერძო სექტორს. მეორე 2021 წლიდან და შემდგომ წლებში მაქსიმალურად მოკლე ვადებში, დავუბრუნდეთ განვითარების იმ ტემპებს, იმ მაჩვენებლებს, რომლებიც გვქონდა 2019 წლის ბოლოსთვის. აი ეს არის ახლა ყველაზე გადამწყვეტი ეკონომიკის კუთხით”, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

 

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის