USD 2.7062
EUR 3.1173
RUB 3.4250
თბილისი
ფილიპინებში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 72 ადამიანი ემსხვერპლა - ხელისუფლება გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.
თარიღი:  538

ფილიპინების ცენტრალურ ნაწილში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 72 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 200-ზე მეტი.

ქვეყნის პროვინციებში ოცდაოთხ საათზე მეტია, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მაშველებს მუშაობა უამინდობის პირობებში უწევთ. სტიქიის გამო, გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

მასშტაბური ნგრევის გამო ათასობით ადამიანი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ქვეყანაში ეს ყველაზე მასშტაბური მიწისძვრაა.

ადგილობრივი ხელისუფლება გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.

მსოფლიო
„დიდი შვიდეულის“ და ევროპელმა ლიდერებმა „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს

დიდი შვიდეულის“ ქვეყნებისა და ევროკავშირის ლიდერებმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ იოჰანესბურგში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ვაშინგტონის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა განიხილეს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ფინეთის, ნორვეგიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების ლიდერები.

დისკუსიის დაწყებამდე საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოსა და გერმანიის არაფორმალური უსაფრთხოების ალიანსის შეხვედრა გაიმართა.

შეერთებული შტატები და რუსეთი უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ 28-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუმცა ბრიუსელი მოლაპარაკებებში არ არის ჩართული. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაუკავშირდება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა ვაშინგტონთან „კონსტრუქციული და პატიოსანი თანამშრომლობისთვის“. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა, დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევი, აშშ-სთან კონსულტაციებს მომავალ კვირას შვეიცარიაში იწყებს.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის