გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 22 მარტი, N16
აჭარის განთავისუფლება
ბათომში, აჭარის ხალხს გაეგზავნა საქართველოს რევკომის თავმჯდომარის ფილიპე მახარაძის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დეპეშა:
„ძმებო და ამხანაგებო, აჭარის მუშებო და გლეხებო! ბოლო მოეღო თქვენ ტანჯვა-წამებას: თქვენ განთავისუფლებულნი ხართ. თქვენი მშვენიერი მხარე ამ ხნის განმავლობაში არა ერთხელ იყო აოხრებული და აწიოკებული. თქვენ დაგცინოდნენ როგორც ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის იმპერიალისტები, ისე მენშევიკი მოძალადენი, შეურაცყოფდნენ თქვენ ადათებს, ჩვეულებას, სარწმუნოებას. ამიერიდან ამ დაცინვას აჭარის ხალხზე ბოლო მოეღო. ამ საზეიმო და დიდმნიშვნელოვან წუთს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მეთაურობა მთელ მსოფლიო და ყველა ქვეყნების მუშების წინაშე საჯაროთ აცხადებს: დღეიდან აჭარა და აჭარის ხალხი სრულიად თავისუფალი და სრულიად ხელშეუხებელი იქნება. აჭარის ხალხს მიენიჭება ავტონომიური მართველობა საბჭოთა კონსტიტუციის საფუძველზე.
გაუმარჯოს აჭარის მუშებსა და გლეხებს.
გაუმარჯოს ავტონომიურ საბჭოთა აჭარას.
გაუმარჯოს სოციალისტურ საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკას.
გაუმარჯოს რუსეთის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკას“.
საქართველოს რევოლუციონური კომიტეტის თავმჯდომარე – ფ. მახარაძე.
ევროკომისიამ ვიქტორ ორბანის მმართველობის პერიოდში გაყინული 35 მილიარდი ევროს განბლოკვის მიზნით პიტერ მადიარს 27 პირობა წაუყენა, - ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ევროკომისიამ პიტერ მადიარის პარტია „ტისასთან“ მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.
ევროკომისიის მიერ წამოყენებულ პირობებს შორის უნგრეთის მიერ რეფორმების განხორციელება და უკრაინასთან ურთიერთობების გაუმჯობესება შედის.
ევროპელი დიპლომატების განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ელიან, რომ პიტერ მადიარის მთავრობა ვიქტორ ორბანის მიერ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე დაწესებულ ვეტოს მოხსნის.
ასევე, ევროკომისიის წარმომადგენლის ცნობით, 35 მილიარდი ევრო გაყინულია უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის მიერ აუცილებელ რეფორმებზე უარის, ასევე, კანონის უზენაესობის დარღვევისა და კორუფციის გაზრდის გამო.
გამოცემა წერს, რომ გაყინული თანხების განბლოკვის მიზნით უნგრეთის ახალ მთავრობას ისეთი წარსული გადაწყვეტილებების გაუქმება მოუწევს, რომლებსაც ევროკავშირი მისი წესების დარღვევად მიიჩნევს.