USD 2.6162
EUR 3.0233
RUB 3.1105
თბილისი
ფილიპე მახარაძე: აჭარის ხალხს მიენჭება ავტონომიური მმართველობა. (22 მარტი 1921წ.)
თარიღი:  1316

გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 22 მარტი, N16

აჭარის განთავისუფლება

ბათომში, აჭარის ხალხს გაეგზავნა საქართველოს რევკომის თავმჯდომარის ფილიპე მახარაძის მიერ ხელმოწერილი შემდეგი დეპეშა:

„ძმებო და ამხანაგებო, აჭარის მუშებო და გლეხებო! ბოლო მოეღო თქვენ ტანჯვა-წამებას: თქვენ განთავისუფლებულნი ხართ. თქვენი მშვენიერი მხარე ამ ხნის განმავლობაში არა ერთხელ იყო აოხრებული და აწიოკებული. თქვენ დაგცინოდნენ როგორც ინგლისის, საფრანგეთის, ამერიკის იმპერიალისტები, ისე მენშევიკი მოძალადენი, შეურაცყოფდნენ თქვენ ადათებს, ჩვეულებას, სარწმუნოებას. ამიერიდან ამ დაცინვას აჭარის ხალხზე ბოლო მოეღო. ამ საზეიმო და დიდმნიშვნელოვან წუთს საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის მეთაურობა მთელ მსოფლიო და ყველა ქვეყნების  მუშების წინაშე საჯაროთ აცხადებს: დღეიდან აჭარა და აჭარის ხალხი სრულიად თავისუფალი და სრულიად ხელშეუხებელი იქნება. აჭარის ხალხს მიენიჭება ავტონომიური მართველობა საბჭოთა კონსტიტუციის საფუძველზე.

გაუმარჯოს აჭარის მუშებსა და გლეხებს.

 

გაუმარჯოს ავტონომიურ საბჭოთა აჭარას.

 გაუმარჯოს სოციალისტურ საბჭოთა საქართველოს რესპუბლიკას.

გაუმარჯოს რუსეთის სოციალისტურ ფედერატიულ საბჭოთა რესპუბლიკას“.

საქართველოს რევოლუციონური კომიტეტის თავმჯდომარე  – ფ. მახარაძე.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის