USD 2.6505
EUR 3.0377
RUB 3.6236
Tbilisi
ფილიპ ზიმბარდო - სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
Date:  

სტენფორდის ციხის ექპერიმენტი ჩატარდა ამერიკელი ფსიქოლოგის, ფილიპ ზიმბარდოს მიერ, სტენფორდში, 1971 წელს. მასში იკვლევდნენ ადამიანის რეაქციას ციხის პირობებზე, თავისუფლების შეზღუდვაზე და თავს მოხვეული სოციალური როლის გავლენას მის ქცევაზე. ექსპერიმენტი დაფინანსებული იყო აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის მიერ, იმისათვის, რომ აეხსნათ კონფლიქტების მიზეზები ფლოტში და გამოსასწორებელ დაწესებულებებში. ექსპერიმენტისთვის შეირჩნენ მამაკაცები, რომელთა ნაწილი გახდა „პატიმარი“, ხოლო ნაწილი – „ბადრაგი“.

„პატიმრები“ და „ბადრაგი“ ძალიან მალე შევიდნენ როლებში და იმპროვიზირებულ ციხეში ხშირად იქმნებოდა სახიფათო სიტუაციები. „ბადრაგის“ მესამედი ავლენდა სადისტურ მიდრეკილებებს, „პატიმრებმა“ კი უმძიმესი მორალური ტრავმები მიიღეს. ორ კვირაზე გათვლილი ექსპერიმენტი 6 დღეში შეაჩერეს, რადგან ვეღარ შეძლეს კონტროლის შენარჩუნება. სტენფორდის ექპერიმენტს ხშირად ადარებენ ზემოთ აღწერილ მილგრემის ექსპერიმენტს.

რეალურ ცხოვრებაში შეგვიძლია ვნახოთ როგორ ხდის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი გამამართლებელი იდეოლოგია ადამიანებს ადვილად შთაგონებადსა და მორჩილს, ავტორიტეტის ძალაუფლება კი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის პიროვნებასა და ფსიქიკაზე. დააკვირდით საკუთარ თავს და დაინახავთ იმის ნათელ დასტურს, თუ რამდენად ახდენს გავლენას გარკვეული გარემოებები და სიტუაციები თქვენს შინაგან მდგომარეობაზე და ხელს უწყობს თქვენი პიროვნების თავისებურებებისგან განსხვავებული ქცევის ფორმირებას. ძალიან მნიშვენელოვანია ყოველთვის იყოთ საკუთარი თავი და გახსოვდეთ თქვენი ღირებულებები, იმისათვის რომ არ მოექცეთ გარემო ფაქტორების გავლენის ქვეშ. ამის გაკეთება კი მხოლოდ მუდმივი თვითკონტროლისა და გაცნობიერების ხარჯზეა შესაძლებელი, რომლებიც თავის მხრივ საჭიროებს რეგულარულ და სისტემატიურ მუშაობას.

სხვა ცნობილი ექსპერიმენტები:

1. ჰოტორნის ექსპერიმენტი
2. მილგრემის ექსპერიმენტი
3. სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი
4. რინგელმანის ექსპერიმენტი
5. ექსპერიმენტი „მე და სხვები“
6. „საშინელი“ ექსპერიმენტი
7. პროექტი „ავერსია“
8. ლენდისის ექსპერიმენტი
9. პატარა ალბერტი
10. შეძენილი (დასწავლილი) უუნარობა
11. ბიჭი, რომელიც გოგონად აღზარდეს

წყარო:https://psychologist.ge/

society
A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის საფასური დიფერენცირებული წესით განისაზღვრა - რა ტარიფები ამოქმედდა?

ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის გაცემის საფასური თითოეულ ავტომობილზე დიფერენცირებული წესით განისაზღვრა.

სააგენტოს განმარტებით, ჩვეულებრივი მსუბუქი ავტომობილებისთვის საფასური შეადგენს 0,27 ლარს ერთ კალენდარულ დღეში, ხოლო ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში - 0,13 ლარს დღეში. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ნებართვაზე საერთოდ არ არის მიბმული სატრანსპორტო საშუალება, გადასახადი განისაზღვრება 3 ლარის ოდენობით დღეში.

ამასთან, სრულად ელექტრო ავტომობილები, რომლებსაც მხოლოდ ელექტრო ძრავა აქვთ, გადასახადისგან გათავისუფლებული იქნებიან 2029 წლის 31 დეკემბრამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი ელექტრონული სისტემა ყოველდღიურად ითვლის გადასახდელ თანხას, ხოლო ყოველი თვის პირველ რიცხვში ნებართვის მფლობელს პირად სივრცეში გამოუჩნდება წინა თვის ჯამური გადასახადი.

მათივე ცნობით, ნებართვის საფასურის გადახდა სავალდებულოა ყოველთვიურად, არაუგვიანეს მომდევნო თვის 7 რიცხვისა. თუ გადახდის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, გადახდის ვალდებულება გადადის მომდევნო პირველ სამუშაო დღეზე.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 17 ივნისს გამართულ თბილისის მთავრობის სხდომაზე, A კატეგორიის ტაქსის უვადო ნებართვის მფლობელებს მოუწოდა, დაგროვილი დავალიანება დროულად დაფარონ. მისი თქმით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვები გაუქმდება და მათი აღდგენა შეუძლებელი იქნება.

კალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მძღოლები ჯარიმებისგან გათავისუფლდნენ, 1 000-ზე მეტი ნებართვის მფლობელი კვლავ არ ასრულებს სანებართვო პირობებს და არ იხდის გადასახადს, რის გამოც დავალიანება ყოველდღიურად იზრდება. მერიის ინფორმაციით, შესაბამის პირებს შეტყობინებები პერიოდულად ეგზავნებათ.

უწყების განმარტებით, დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმების ეტაპობრივი ზრდა - 100, 300 და 900 ლარი, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ემატება საურავები და საბოლოოდ ნებართვის გაუქმება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way