აშშ-ის ქალაქ ფილადელფიაში მცირე ზომის სამედიცინო-საევაკუაციო თვითმფრინავი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
აშშ-ის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის ოთხი წევრი, პაციენტი ბავშვი და პაციენტის დედა.
მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი მექსიკის მოქალაქეა.
მექსიკაში დაფუძნებული კომპანია Jet Rescue Air Ambulance-ის ინფორმაციით, პაციენტი ფილადელფიაში მკურნალობის შემდეგ მექსიკაში ბრუნდებოდა.
„ამ დროისთვის, გადარჩენილების შესახებ ინფორმაციას ვერ დავადასტურებთ“, - აცხადებს კომპანია.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.