USD 2.6744
EUR 3.1020
RUB 3.7531
Tbilisi
ფიფას განახლებული რეიტინგი - რომელ ადგილზეა საქართველო?
Date:  988

ფიფამ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ცხადია ის არის, თუ რომელ ადგილზეა საქართველოს ნაკრები. ვილი სანიოლის გუნდი რეიტინგში 67-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ წინა რეიტინგთან შედარებით საქართველოს ნაკრების პოზიცია 1 ადგილით გაუარესდა.

მსოფლიო სანაკრებო რეიტინგის ათეული შემდეგნაირია: 

1. არგენტინა 

2. საფრანგეთი

3. ესპანეთი

4. ინგლისი

5. ბრაზილია

6. ბელგია

7. პორტუგალია

8. ნიდერლანდები

9. იტალია

10. კოლუმბია

society
ოჯახებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია, სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოიღებენ

სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან ამოირიცხებიან ის ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1250 ლარზე მეტია.

აღნიშნულის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და მას ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 7 მაისს მოაწერა.

„თუ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის მიერ ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი საანგარიშო თვის წინა 3 თვის განმავლობაში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემების მიხედვით, ოჯახის ერთ წევრზე გაანგარიშებით, ყოველთვიურად ტოლია ან მეტია 1 250 ლარზე, ოჯახს შეუწყდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე”,- ნათქვამია „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way