USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
ფესტივალი „Art-გენი 2022“ დაიწყო - ფესტივალის პროგრამა
дата:  762

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 15-22 ივლისს, თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი „Art-გენი 2022“ გაიმართება, რომელიც დღეს ნაციონალური ბალეტის - „სუხიშვილების“ კონცერტით გაიხსნება.

მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალი თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმის ძველ სცენაზე, ამფითეატრში, 15, 16, 17, 22, 23 და 24 ივლისს, პარასკევი-შაბათი-კვირის დღეებში გაიმართება.

მათივე ცნობით, 16 ივლისს დასკვნით კონცერტს GAGA FRANI, 17 ივლისს კი ჯგუფი REGGAEON გამართავს. 22 ივლისს, მაყურებლის წინაშე ნინო ქათამაძე & INSIGHT წარსდგება. 23 ივლისს „Art-გენი“ პირველად, სანდრო ნიკოლაძის საავტორო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. 24 ივლისს ფესტივალის თბილისის ტურს „33ა“-ს დასკვნითი კონცერტი დახურავს.

„დასკვნით კონცერტებამდე დღის განმავლობაში, ქართული რეწვის გამოფენები, სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული კონცერტები, ქართული სამზარეულოს კუთხეები მოეწყობა. ფოლკლორის ნაწილში სცენა ქართული ბრძოლის ამბავს, „ჰოროლს“, ანსამბლ „გორდელას“, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს „აფხაზეთს“, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს“ დაეთმობა.

მაყურებლის წინაშე ასევე, წარსდგებიან: ანსაბლი „მესხეთი“, „ადილეი“ , „ქალილო“, „ძირიანი“. „არტ-გენი 2022“-ის რეგიონული ტურნე 9 ივლისს რუსთავში გაიხსნება და 30 ივლისს დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება.

ფესტივალის მთავარი სპონსორია „ავერსი“, გენერალური სპონსორი - „ნიკორა“. ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. მხარდამჭერები: „პირველი არხი“, „თიბისი“, ლუდი „ნატახტარი“, „ნაბეღლავი“, „მილდიანი“.

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში, „Art-გენმა“ მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის, დაკარგვის პირას მყოფი ბევრი უნიკალური მასალა.

ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობით, „არტ-გენს“ ასევე, მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. „Art-გენმა“ ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში, მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.

ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის პროგრამა:

თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმში

18:00 საათიდან რეწვის გამოფენები და ქართული სამზარეულოს კუთხეები

15 ივლისი

19:00-21:00 საათი - ფოლკლორი, სტუმრები სამცხე-ჯავახეთის და იმერეთის რეგიონებიდან

21:00-22:00 საათი - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „მესხეთი“ (ახალციხე)

22:30 საათი - „სუხიშვილები“

16 ივლისი

19:00-21:00 საათი - ფოლკლორი, სტუმრები სვანეთის და სამეგრელოს რეგიონებიდან

21:00-22:00 საათი - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „გორდელა“

22:30 საათი - GAGA FRANI

17 ივლისი

19:00-21:00 საათი - ფოლკლორი, სტუმრები გურიის და ქვემო ქართლის რეგიონებიდან

21:00-22:00 საათი - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ადილეი“ , "ჰოროლი"

22:30 საათი - REGGAEON

22 ივლისი

19:00-21:00 საათი - ფოლკლორი, სტუმრები მცხეთა-მთიანეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან

21:00-22:00 საათი - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ქალილო“ (დუშეთი)

სახელმწიფო აკადემიური ანსაბლი „აფხაზეთი“

22:30 საათი - ნინო ქათამაძე & „ინსაითი“

23 ივლისი

19:00-21:00 საათი - ფოლკლორი, სტუმრები რაჭის და აჭარის რეგიონებიდან

21:00-22:00 საათი - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი ანსაბლი „ძირიანი“

22:30 საათი - სანდრო ნიკოლაძე & ბენდი

24 ივლისი

19:00-21:00 საათი - ფოლკლორი, სტუმრები თუშეთის და კახეთის რეგიონებიდან

21:00-22:00 საათი - ფოლკლორის დასკვნითი ნაწილი

„ბერიკაცები“ (საგარეჯო) • ლელა თათარაიძე და ტრიო „კესანე“

22:30 საათი - „33ა“

 

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати