USD 2.7241
EUR 3.1638
RUB 3.3608
Tbilisi
ფეხებზე გამონაყარი ან ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსის ინფექციაზე.
Date:  2649

  ფეხებზე გამონაყარი ან ტკივილი შეიძლება მიუთითებდეს კორონავირუსის ინფექციაზე. ამაში დარწმუნებულები არიან ესპანეთის და იტალიის ექიმები- იტყობინება მეტრო. კორონავირუსით ჰოსპიტალიზებულია თითქმის ყველა მეხუთე იტალიელი, რომლებსაც აქვთ კანის პრობლემები. ყველაზე ხშირად, ეს სიმპტომი გვხვდება მოზარდებში ან ბავშვებში.

ესპანეთის პედიატრთა ასოციაციამ განმარტა, რომ კორონავირუსის გამონაყარი მსგავსია იმ დაავადებებისა, რომლებიც ვლინდება წითურას ან წითელას დროს. სიწითლე უმეტესად ჩნდება თითებზე და გარკვეული პერიოდის შემდეგ უმტკივნეულოდ ქრება და არ ტოვებს ლაქებს, ან ნაწიბურებს.

society
სუს-მა 2 კილოგრამი ბირთვული მასალა ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას ჩინეთის 3 მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე.

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

„დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way