USD 2.6838
EUR 3.1980
RUB 3.4759
Тбилиси
ფეხბურთის მეფე 80 წლისაა
дата:  1147

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, ედსონ არანტის დუ ნასიმენტუს 80 წელი შეუსრულდა. „ფეხბურთის მეფე“ 1940 წლის 23 ოქტომბერს ტრენს-კორასოინსში დაიბადა. ფეხბურთის თამაში მან ადრეულ ასაკში დაიწყო და 7 წლისა უკვე ადგილობრივ საბავშვო კლუბში თამაშობდა, 16 წლის იყო, როდესაც ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ირიცხებოდა.

საფეხბურთო კარიერა პელემ 1977 წელს დაასრულა. ის მსოფლიოს სამგზის ჩემპიონია, გატანილი 1281 გოლით კი მსოფლიოს აბსოლუტურ რეკორდსმენად ითვლება. FIFA-მ პელე მსოფლიოს უდიდეს ფეხბურთელად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა კი მსოფლიოს უდიდეს სპორტსმენად აღიარა.

голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати