USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
ფედერალურმა მოსამართლე ლორენ ალი-ხანმა დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა
Date:  520

განკარგულების ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე ფედერალურმა მოსამართლემ დაფინანსების შეწყვეტის შესახებ დონალდ ტრამპის ბრძანება დროებით შეაჩერა. შეჩერების გადაწყვეტილება ძალაში ძალაში 3 თებერვლის 5:00 საათამდე იქნება.

ცნობისთვის, მართვისა და ბიუჯეტის ოფისის მოქმედმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ფედერალური დაფინანსება შეჩერდებოდა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია არ გადახედავდა ყველა გრანტსა და სესხს და დაადგენდა შეესაბამებოდა თუ არა ის პრეზიდენტის პრიორიტეტებს. დაფინანსების შეჩერება ასევე ეხება საგარეო დახმარებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილ თანხებს.

ეს გადაწყვეტილება ეხება იმ პროგრამებს, რომლებზეც დაფინანსება უკვე გამოყოფილია ფედერალური მთავრობის მიერ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს უფლება, შეაჩეროს უკვე არსებული დაფინანსების პროგრამები ამერიკის დროით, 3 თებერვლის საღამოს ხუთ საათამდე.

 

 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way