USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Тбилиси
ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიები ცივი შესხურების ტექნოლოგიით მუშავდება
дата:  470
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებელის საწინააღმდეგო ღონისძიებებს აქტიურად განაგრძობს.
 
დასავლეთ საქართველოში - იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭის რეგიონებსა და აჭარაში, თერმული ნისლის პარალელურად, საყანე ფართობების მიმდებარედ, ტყის მასივებისა და ჯაგნარების ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავება დაიწყო.
 
 პირველი ეტაპზე, დამუშავებულია 9443,50 ჰა ფართობი. შემდეგ ეტაპზე, ფაროსანას გავრცელების არეალის მიხედვით, სიმინდის მასივები სრულად დამუშავდება.
 
 აღსანიშნავია, რომ მავნებლის მონიტორინგის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, იმ სოფლებში, სადაც მავნებლის დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება, სპეციალურად განთავსებულ სადგურებზე თერმული ნისლით წამლობა ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 42 780 ჰა ფართობი.
 
 აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში, აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
 
ფუტკრის დაცვის მიზნით, წამლობები ღამის საათებში მიმდინარეობს და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად იგეგმება.
 
 სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, ჩაერთონ მავნებელთან ბრძოლის პროცესში, დროულად განახორციელონ აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები სასოფლო-სამეურნეო კულტურებში, ხოლო სახლის პირობებში მავნებელი მექანიკური მეთოდების გამოყენებით გაანადგურონ.
общество
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати