USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Тбилиси
ეზიდთა სასულიერო საბჭო: არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას
дата:  974

ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას, ამასთანავე, ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას, - ამის შესახებ ნათქვამია ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.

„ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიაჩნია, რომ, საკაცობრიო ცივილიზაციის მოცემულ ეტაპზე, მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომელმაც კაცობრიობა ღრმა სულიერ კრიზისამდე მიიყვანა. ამის მაჩვენებელია სოციალური უთანასწორობა, დაუსრულებელი ომები სხვადასხვა ქვეყანაში, ეთნოსთა და რელიგიათა შორის მზარდი კონფლიქტები, ურთიერთგანსხვავებულთა მიერ ერთმანეთის შეუწყნარებლობა და სხვა. ასევე შეიმჩნევა ტრადიციული ფასეულობების დაკნინების ტენდენცია, რაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს. აღნიშნული შეეხება თბილისში ე. წ. ლგბტ პარადის ჩატარებასაც, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტურ ფასეულობებს. ცხადია, ჩვენი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას. ის, რასაც გეგმავენ ამ პარადის ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენს მორალთან და უპირისპირდება ჩვენს ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს. ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს ვცემთ ადამიანის ამოსავალ უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

общество
მეუფე ნიკოლოზი - არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა, არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა, მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა

პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის - მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებებს სინოდი მიიღებს, თუმცა ეკლესიის ბედი მხოლოდ ამ პროცესზე არ არის დამოკიდებული. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა აღნიშნა, რომ მთავარი მნიშვნელობა ეკლესიაში ერთსულოვნებას აქვს.

„ქაშვეთის ტაძარში ვიყავი, როდესაც პატრიარქმა თვითონ წერილი, რომელსაც მთელი ღამე წერდა, თვითონ წაგვიკითხა. პატრიარქმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაადგინა. თვითონ ბრძანებს, რომ მან არ უნდა წარმოიდგინოს თავი პატრიარქად. პატრიარქობა არ გადადის მემკვიდრეობით. პატრიარქი არჩეული უნდა იყოს. არჩევნებშიც კი პატრიარქს არ აქვს ხმის უფლება. პატრიარქმა კი გამოარჩია მეუფე შიო მოსაყდრედ და ჩვენ მივიღეთ ეს ყველაფერი, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.

ჩვენ, ეპისკოპოსებმა ხმა მივეცით ხმა იმას, რომ მეუფე შიო ორმოცი დღის განმავლობაში ყოფილიყო მოსაყდრე. ამაზეც კი კენჭისყრა იყო. არ ვიცი ანდრია ჯაღმაიძემ რატომ გამოაქვეყნა [კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის წერილი]. მგონია, რომ ასეთი რამის გაკეთება შეცდომაა. შეიძლება მას უნდოდა მეუფე შიოს სასარგებლოდ გაეკეთებინა და პირიქით, შეიძლება დააზიანა, რაღაც ზიანი მიაყენა ამით. არ სჭირდება მეუფე შიოს დამატებითი წერილების მოძებნა. მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო. არავინ არავის აძალებდა, ფარული კენჭისყრა იყო. შიომ ოცი ხმა მიიღო, ამაზე მეტი არ არის საჭირო იმისთვის, რომ ხალხი დაარწმუნო იმაში, რომ მეუფე შიო უნდა იყოს პატრიარქი. მგონია, რომ ისევ ასე მოხდება ხმათა გადანაწილება. როგორც სინოდი გადაწყვეტს ისე იქნება. მთავარია ის, რომ ამით არ წყდება ეკლესიის ბედი. ეკლესიის ბედი სხვაგან წყდება - როგორი ერთსულოვნება იქნება ჩვენ შორის“,- განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати