USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
«Newsweek» (აშშ): „რატომ მოძველდნენ და სად გაქრნენ თურქული „ბაირაქტრები“, რომლებიც ადრე უკრაინის ფრონტზე რუსებს აშინებდნენ“
дата:  568

თურქული დრონები - ცნობილი „ბაირაქტრები“ უკრაინის არმიაში პოპულარულები აღარ არიან, მათ, როგორც იტყვიან, „თავიანთი დრო მოჭამეს“ და ფაქტიურად უმაქნის იარაღად გადაიქცნენ, - აღნიშნულია ამერიკული გამოცემის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რატომ მოძველდნენ და სად გაქრნენ თურქული „ბაირაქტრები“, რომლებიც ადრე უკრაინაში რუსებს აშინებდნენ“ (ავტორი - ელი კუკი).

გტავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

იყო დრო, განასაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველ თვეებში, როცა  თურქული უპილოტო მფრინავი აპარატების Bayraktar TB2-ების დიდება ჰქუხდა. მათზე წერდნენ უცხოური გაზეთები, ქვეყნდებოდა ვიდეოკადრები, თუ როგორ იღებს მიზანში დრონი რუსულ ტანკს, უშვებს რაკეტას და აფეთქებს... მაგრამ ახლა მათი პოპულარობა მკვეთრად დაეცა. და ეს ხდება იმის ფონზე, რომ სხვა დრონებით სარგებლობის ტემპები უკრაინის ფრონტების მთელ პერიმეტრზე მატულობს, ორივე მხარის მიერ.

შეიძლება ითქვას, რომ Bayraktar TB2-ები უეცრად გაქრნენ ბრძოლის ველიდან. შესაბამისად, ამ ფაქტმა გაკვირვება გამოიწვია და კითხვები გააჩინა.

„ბაირაქტრებმა“ თავდაპირველად რუსეთის არმიას მართლაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს, მაგრამ რუსები გამოფხიზლდნენ და მათ სხვა იარაღი დაუპირისპირეს. 2022 წლი ზაფხულამდე რუსეთს მცირე ზომის დრონების წინააღმდეგ მიმართული ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები არ გააჩნდა, ამიტომ „ბაირაქტრები“ დაუსჯელად დაფრინავდნენ ფრონტის ხაზზე.

უპილოტო საფრენი აპარატების სპეციალისტის, ბრიტანელი სტივ რაიტის განმარტებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააცნობიერეს თავიანთი სუსტი მხარეები და შესაბამისი ზომები მიიღეს Bayraktar TB2-ების „პარპაშის“ აღსაკვეთად.

უკრაინული წყაროების ადასტურებენ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან თურქულ დრონებს სულ უფრო ნაკლებად იყენებდნენ საბრძოლო მომქდებების დროს, ბოლო თვეებში კი მათი სარგებლობა თითქმის სრულიად შეწყდა.

„Bayraktar TB2-ებმა თავიანთი მოვალეობა კარგად შეასრულეს“, - ამბობს ანდრეი პოდლისი, უკრაინის არმიის ერთ-ერთი სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, - მაგრამ ზაფხულის კონტრშეტევის დროს, როცა რუსეთმა ფართოდ ისარგებლა ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის ახალი და გაუმჯობესებული საშუალებებით, თურქული დრონების „დაღუპვის“ ფაქტებმა იმრავლა. ანუ სულ უფრო მოიკლო მათმა ეფექტურობამ.

„მე არ მინდა ვიხმარო სიტყვა „უსარგებლო“, მაგრამ დღეს რთულია ისეთი სიტუაციის მონახვა, რომ მათი გამოყენება შეიძლებოდეს“, - აცხადებს უკრაინელი პოლკოვნიკი ვლადიმერ ვალიუხი. მისი აზრით, Bayraktar TB2-ები მოძველდნენ როგორც მორალურად, ისე ტექნიკურად. თურქული დრონები იოლად ექცევიან რუსული რადიოლექტრონული რადარების მოქმედების სფეროში და „იღუპებიან“.

„ნიუსვიქმა“ განმარტებისა და კომენტარისათვის თურქული კომპანიის Baykar-ის გენერალურ დირექტორს ჰალუქ ბაირაქტარს მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია.

სხვატა შორის, კევი ახლა თვითონაც ბევრ დრონს აწარმოებს, მათი რაოდენობა ათასებს აღწევს, რომლებსაც სხვადასხვა მიზნებისათვის იყენებს.

უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრს მიხეილ ფედოროვს „უკრაინული დრონების არმიის მთავარსარდალს“ უწოდებენ. მისი თქმით, უკრაინა მალე გახდება მსოფლიოს ლიდერი დრონების წარმოების სფეროში.

„არა მგონია, რომ ვინმეს ეჭვი დაებადოს იმაში, რომ უკრაინა დრონების რაოდენობის საკითხში აშკარად რუსეთის წინ დგას და მეტოქეობას იგებს“, - ამბობს მინისტრი.

მაგრამ მარინა მირონი - ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების განყოფილების თანამშრომელი, აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის დრონების რაოდენობაში განსხვავება მცირდება: „რუსეთი დრონების წარმოებაში მართლაც ჩამორჩებოდა უკრაინას, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში მოსკოვი აქტიურად ავითარებს ამ დარგს და უახლოეს ხანში პარიტეტს აღადგენს. გარდა ამისა, რუსეთი დრონებს ირანისგანაც ყიდულობს“, - აღნიშნავს მარინა მირონი.

წყარო: https://www.newsweek.com/ukraine-bayraktar-tb2-russia-1839972

 

 

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати