USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
«Newsweek» (აშშ): „პუტინის ომი უკრაინაში ხელს უწყობს რუსების შემოსავლების ზრდას“
თარიღი:  

„მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის თანახმად, რუსეთი გადაყვანილი იმ ქვეყნების სიაში, სადაც მოსახლეობას მაღალი შემოსავლები აქვთ“, - ნათქვამია ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „პუტინის ომი უკრაინაში ხელს უწყობს რუსების შემოსავლების ზრდას“ (ავტორი - ჰიუ კემერონი). როგორც მასალაშია აღნიშნული, ეს ადასტურებს, რომ დასავლეთის ყველა მოქმედება რუსეთის ეკონომიკის ჩამოშლის მიზნით ფიასკოს განიცდის.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

დასავლური მკაცრი სანქციებისა და ძვირადღირებულ ომში ქვეყნის მონაწილეობის მიუხედავად, რუსეთის მოსახლეობის შემოსავლები მატულობს.

ამ კვირის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა განახლებული ანგარიში სახელწოდებით „2023 წელს მსოფლიოში შემოსავლების დონის შესახებ“, რომელშიც რუსეთი „საშუალო დონის შემოსავლების მქონე ქვეყნების“ კატეგორიიდან „მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნების“ კატეგორიაშია გადყვანილი.

როგორც დასავლელეი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ეს ფაქტი მკაფიოდ ადასტურებს, რომ ანტირუსულმა აქციებმა ვერავითარი ეფექტური გავლენა ვერ მოახდინეს ვერც მოსკოვის საომარ ძალისხმევაზე და ვერც რუსეთის ეკონომიკაზე.

„ამჟამად თიტქმის ყველა ფაქტი იმას მოწმობს, რომ დასავლურმა სანქციებმა მარცხი განიცადა“, - განუცხადა „ნიუსვიქის“ კორესპონდენტს ფილიპ კანკლიფმა, ბრიტანელმა საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა.

უფრო მეტიც, ფილიპ კანკლიფის თქმით, რუსეთს სანქციებმა გარკვეული სარგებლობაც კი მოუტანა: სინამდვილეში დასავლეთის ქვეყნების ლიდერთა სადამსჯელო ნაბიჯები მოსკოვს დაეხმარა რუსეთის მრეწველობის სტიმულირებაში, რის შედეგადაც რუსეთი უფრო თვითკმარი სახელმწიფო გახდა, ვიდრე ომამდე იყო. „სანქციებმა აიძულა კრემლი ახალი ბაზრები მოეძებნა და ახალი სავაჭრო პარტნიორები გაეჩინა, ექსპორტ-იმპორტისათვის ახალი მარშრუტები ეპოვნა“, - ამბობს კომენტარში პროფესორი ფილიპ კანკლიფი.

წყარო: https://www.newsweek.com/war-ukraine-making-russia-richer-1920575

 

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის