2020 წლის პულიცერის პრემია საერთაშორისო მოვლენების გაშუქების კატერგორიაში „პუტინის რეჟიმის მტაცებლობის მხილებისთვის“ გაზეთმა New York Times-მა მიიღო. ამის ინფორმაცია პრემიის ვებგვერდზე გავრცელდა.
როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ ჯილდო დიდი რისკის ფასად საინტერესო ისტორიების შეგროვებისთვის დაიმსახურა.
2020 წლის პრემია სულ 8 სტატიას და 8 ვიდეოს გადაეცა. მათ შორისაა Washington Post-ი, Courier-Journal-ი, Herald Press-ი, The New Yorker-ი, Baltimore Sun და სხვა.
პულიცერის პრემია 1917 წლიდან გაიცემა და ჟურნალისტიკის, ლიტერატურის, მუსიკისა და თეატრის სფერობში აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა. პრემიის ოდენობა 15 000 დოლარია.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.