USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
თბილისი
New York Times - ჯოზეფ ბაიდენს ხმას გამოკითხულთა 50%, დონალდ ტრამპს კი - 41% უჭერს
თარიღი:  918

New York Times/Siena College-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯოზეფ ბაიდენს ხმას გამოკითხულთა 50%, დონალდ ტრამპს კი - 41% უჭერს.

ამავე გამოკითხვის თანახმად, ეკონომიკის საკითხში დონალდ ტრამპს მცირე უპირატესობა აქვს, გამოკითხულთა 48 % თვლის, რომ ეკონომიკის თვალსაზრისით მოქმედი პრეზიდენტი უკეთესი ლიდერია, 47 % კი მიიჩნევს, რომ ბაიდენი ქვეყნის ეკონომიკას უკეთ გაუძღვება. კითხვაზე, ვინ უკეთესად გააერთიანებს ქვეყანას, ბაიდენი ტრამპს 19 ქულით უსწრებს.

გარდა ამისა, 12 %-ით მეტი ამომრჩეველი თვლის, რომ ჯოზეფ ბაიდენი კორონავირუსის პანდემიის მართვას უკეთესად შეძლებს.

გამოკითხვა 15-18 ოქტომბერს ჩატარდა და მასში მონაწილეობა 987-მა პოტენციურმა ამომრჩეველმა მიიღო. გამოკითხვის ცდომილების ზღვარი 3.4 %-ია.

შეგახსენებთ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის