USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Tbilisi
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ აფხაზეთზე სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეფექტურ კონტროლს რუსეთი ომამდეც ახორციელებდა
Date:  321

ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ აფხაზეთზე სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეფექტურ კონტროლს რუსეთი ომამდეც ახორციელებდა, შესაბამისად, ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაუდგინდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ომის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უკვე მოგებული ჰქონდა აბსოლუტურად ყველა დავა, როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოში. დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქმეზე „მამასახლისი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა უკვე 2008 წლის ომამდე პერიოდზეც გამოიკვეთა“, - აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.

სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისის საქმის ფარგლებში, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

society
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way