USD 2.5971
EUR 2.9090
RUB 3.2237
თბილისი
ევროპული საცალო ვაჭრობა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ
თარიღი:  1695

ბევრ ქვეყნის სავაჭრო ცენტრებში ტრაფიკი გასული წლის შედეგების 25-60%-ის დონეზეა და მის აღდგენას არა ერთი თვე დაჭირდება.

ევროპის ქვეყნებში თანდათანობით მოიხსნა შეზღუდვები და იხსნება მსხვილი მაღაზიები. მაგრამ არსებული პირობები ართულებს მეტ-ნაკლებად მისაღებ შედეგებზე გასვლას. მაგალითად, იმ ქვეყნებში სადაც დაშვებულია რესტორების და კაფეების გახსნა მნიშვნელოვანი შეზღუდვებია დაწესებული: აკრძალულია ან შეზღუდულია შიდა სივრცის გამოყენება, შემცირებულია მომხმარებლების რაოდენობა. მაგრამ საზკვების ოპერატორებისთვის (Food and beverage, F&B)  დაშვეულია სტუმრების მიღება ტერასებზე და შესაძლებელია ტერასების გაფართოებაც. მთლიანობაში F&B სექტორის ბრუნვა გასული წლის მაჩვენებელზე 70%-ით ნაკლებია. გამონაკლისი მხოლოდ ის ოპერატორებია, რომლებმაც მოახერხეს მიწოდების, ინტერნეტ-შეკვეთების გაცემის პუნქტების ორგანიზება მაღაზიებში ან სპეციალიზებული ადგილებში (click and collect), დანერგეს drive-through სერვისი, როცა შეკვეთის საფასურის გადახდა და მიღება შესაძებელია პირდაპირ მანქანის სალონიდან. ასეთ კომპანიებს საქმე კარგად მისდით.

კარანტინის მოხსნის შემდეგ ზოგადი სურათი ასეთია: ტრაფიკი სავაჭრო ცენტრებში გასული წლის მაჩვენებლის 25-60%-ის დონეზეა, ზოგიერთი მსხვილი ბრენდების მაღაზიებში გარკვეული აჟიოტაჟი აღინიშნება, დანარჩენ მაღზიებს მომხმარებელი ცოტა ან სულ არ ყავს. ქვეყნების შესაბამისად სავაჭრო ცენტრებში და „სტრიტ-რიტეილებში“ ბრუნვა საშუალოდ გასული წლის 25-50%-ის დონეზეა. ქალაქების ცენტრში განლაგებული მაღაზიები და რესტორნები მეტად ზარალდებიან, ვიდრე საცხოვრებელი რაიონის ოპერატორები, რადგან მოსახლეობა ჯერ კიდევ ცდილობს მინიმუმამდე დაიყვანოს გადაადგილება.გარდა ამისა F&B-ოპერატორები და რეალიზაატორები არენდატორებს არენდის ზაფხულამდე,  ზოგიერთები კი წლის ბოლომდე შეჩერებას  სთხოვს. თუ  ცალკეულ სეგმენტს განვიხილავთ, ყველაზე მომგებიან მდგომარეობაში სასურსათო რიტეილი და აფთიაქებია, ასევე საბავშვო საქონელის, DIY, საბაღე ინვენტარის რეალიზატორები და დისკაუნტერები არიან.

ტრადიციული, საცალო ვაჭრობის ნორმალური მუშაოების აღდგენის შემდეგ ყველას აინტერესებს ონლაინ-გაყიდვების ბედი. კომპანია Emarsys-ის მონაცემებით ფიზიკური და ონლაინ მაღაზიებით წარმოდგენილი კომპანიების შემოსავლის ზრდა, შემცირდა დიდ სავაჭრო ცენტრებში მაღაზიების გახსნის შემდეგ. მაგრამ ბევრ ქვეყანაში ინტერნეტ-გაყიდვები  ჯერ კიდევ აჭარბებს კრიზისამდელ მაჩვენებელს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მომუშავე მაღაზიების მიუხედავად ხალხი ჯერ ვერ დაუბრუნდა  ცხოვრების ჩვეულ წესს. ადრეა იმაზე ლაპარაკი რამდენად დაიმკვიდრა ონლაინ ვაჭრობამ ადგილი. კარანტინის პერიოდში ზოგიერთ ქვეყანაში ინტერნეტ ბრუნვის 200%  საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ახლო მომავალში ონლაინ-ვაჭრობის პოზიცია ბევრად მყარი იქნება ვიდრე პანდემიამდე.

იტალია

ქვეყანაში ყველა მაღაზია და საზოგადოებრივი კვების დაწესებულება გაიხსნა, მაგრამ შიგნით მომხმარებლების შეზღუდულ  რაიოდენობას უშვებენ. რესტორნები ღელავენ, რომ ასეთი შეზღუდვების პირობებში ძნელი იქნება მოგების მიღება. როგორც შედეგი, ბევრმა რესტორანმა და კაფემ უარი თქვა გახსნაზე. გაზეთები ქვეყანაში რიტეილერების 30% დახურვას წინასწარმეტყველებენ. ქალაქგარეთ  და სავაჭრო ცენტრებში განლაგებული ჰიპერმარკეტებიც დაბალ შედეგს აჩვენებენ, რადგან დიდი ხნის განმავლობაში გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვა მოქმედებდა.

ესპანეთი

ესპანეთი დაყოფილია ზონებად, სადაც შეზღუდვებს სხვადასხვა ტემპით ხსნიან. ქვეყანაში გახსნილია 400 მ2-მდე ფართობის ყველა მაღზია. მადრიდსა და ბარსელონაში მაღაზიებში მოქმედებს ელექტრონული ჩაწერის სისტემა, სხვა რეგიონებში ეს ფორმა ამოღებულია.

ყველგან, მადრიდის და ბარსელონის გარდა რესტორნებს და კაფეებს მომხმარებლების მისაღებად ტერასების მხოლოდ 30%-ის გამოყენება შეუძლიათ, ტერასების გაფართოების უფლებას ქალაქის მმართველობა იძლევა. გახსნის პირველ დღეს სევილიაში მომხმარებლების აჟიოტაჟი აღინიშნებოდა, რომელიც მალევე ჩაცხრა. როგორც ჩანს ხალხი ჯერ კიდევ ერიდება რესტორნებში სიარულს. კარგად გრძნობენ თავს F&B-ოპერატორები, რომლებიც აქტიურად იყენებენ click and collect სისტემას.

არსებული სიტაციის დაძლევა ესპანეთში ეტაპებადაა დაყოფილი, მადრიდსა და ბარსელონაში პირველი ეტაპი  25 მაისს დასრულდა, თითოეული ეტაპი ორ კვირაზეა გათვლიი. მესამე ეტაპზე რიტეილერებს და საზკვების ობიექტებს 50% დატვირთვით მუშაობის უფლებას მისცემენ.

გერმანია

ქალაქგარეთ სუპერმარკეტებმა და აფთიაქებმა მდგომარეობა გაიუმჯობესეს, მოსახლეობას გადაადგილების უფლება მისცეს და მათაც ქალაქის ცენტრს ქალაქგარეთ გასვლა ამჯობინეს.

მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ზოგიერთი რეალიზატორი გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს და ძალიან გულდასმით სწავლობს არსებულ შეთავაზებებს.

ბელგია

მაღაზიები გასულ კვირას გაიხსნა და ტრაფიკი მნიშვნელოვნად განსხვავდება მდებარეობის მიხედვით. გარეუბნებში ის შედარებით მაღალია ვიდრე ქალაქის ცენტრში. გახსნისთვის რიტეილერები კარგად მოემზადნენ, მაგრამ მომხმარებელი არ ჩქარობს ფიზიკურ მაღაზიებში სიარულს, მყიდველი ძირითადად მსხვილი ბრენდების მაღაზიებში შეიმჩნეოდა.

სუპერმარკეტები ზრდიან ვაჭრობას, მაგრამ ვირუსიდან გამომდინარე, არსებობს პერსონალის ნაკლებების პრობლემა. სასურსათო საცალო ვაჭრობსს ქსელის გაფართოების გეგმები კვლავ რჩება.

რესტორნების და კაფეების გახსნა დაშვებულია მხოლოდ drive-through ფორმატით.

დიდი ბრიტანეთი

ქვეყანა ცოტა ჩამორჩა ევროპულ სახელმწიფოებს შეზღუდვების მოხსნაში - ჯერჯერობით გახსნილია მხოლოდ მაღაზიები და მებაღეობის ცენტრები. ბრიტანელები თვლიან რომ დანარჩენი ობიექტები ივნისის დასაწყისში გაიხსნება. რესტორნები გატანაზე და შეკვეთების ადგილზე მიტანაზე მუშაობენ.

პორტუგალია

გახსნილია 400 კვ.მ-მდე ფართობის ყველა მაღაზია, მაგრამ ქალაქის ცენტრში განლაგებული მაღაზიები მომხმარებლების  და ტურისტების სიმცირის გამო უფრო ნაკლებ შედეგებს აჩვენებენ ვიდრე გარეუბნებში არსებული. მოსახლეობა ჯერ კიდევ ერიდება სახლიდან გასვლას.

კაფეებს და რესტორნებს გახსნის ნება აქვთ, მაგრამ ესპანეთის მსგავსად, არსებული ფართის მხოლოდ 50%-ის გამოყენება შეუძიათ. ლისაბონში ხალხი სიფრთხილით  ეკიდებიან საზოგადოებრივი კვების ობიექტებს - დაკავებულია ძირითადად ტერასები და არა შიდა სივრცე.

სავაჭრო ცენტრები 1 ივნისს გაიხსნა, ჯერჯერობით ცენტრებში მხოლოდ კაფეები და რესტორნები მუშაობენ.

შვედეთი

გარეუბნებში ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გახსნილი კაფეები და რესტორნები დიდი მოთხოვნით სარგებლობენ. მაღაზიები გახსნილია, მაგრამ ქალაქის ცენტრში სამუშაო საათები შემცირებულია. სავაჭრო ცენტრებში ტრაფიკი გასული წლის მაჩენებლების 40-60%-ის დონეზეა.

თურქეთი

11 მაისიდან ქვეყანაში მუშაობა სავაჭრო ცენტრებმა განაახლეს, გეგმაშია ყველა ობიექტის 1 ივნისისთვის გახსნა. ტრაფიკი 2019 წლის შედეგების 25%-ის დონეზეა. როგორც სხვა ქვეყნებში, სავაჭრო ობიექტებში შეზღუდული რაოდენობის მომხმარებლებს უშვებენ, შესვლისას ტემპერატურეას უზომავენ და პირბადეებს ურიგებენ. დასვენების დღეებში სავაჭრო ცენტები დაკეტილია.

ფინეთი

ქვეყანაში გახსნილია სავაჭრო ცენტრები, მაგრამ დაკეტილია ყველა F&B-ოპერატორი, რაც დაბალი ტრაფიკის მიზეზი გახდა. ვარაუდობენ, რომ რესტორნები და კაფეები ზაფხულის დასაწყისში გაიხსნება. როგორც სხვა ქვეყნებში DIY  და მებაღეობისთვის საჭირო საქონლის სეგმენტი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში.

ჩეხეთი

სავაჭრო ცენტრებთან ერთად ქვეყანაში კინოთეატრებიც გაიხსნა - რა თქმა უნდა შეზღუდვების დაცვით. ყოველი მეორე რიგი თავისუფალი უნდა იყოს, ისევე როგორც თითო სკამი მაყურებლებს შორის. ასეთი დისტანცია დარბაზის მხოლოდ 30%-ის შევსების საშუალებას იძლევა. კინოთეატრები მძიმე მდგომარეობაში არიან გადადებული პრემიერების გამო, ისინი მხოლოდ ადგილობრივი კინოინდუსტრიის იმედზე უნდა იყვნენ.

რესტორნები და კაფეები მომავალ კვირას გაიხსნება, მომხმარებლების მიღება ჯერ-ჯერობით მხოლოდ ტერასებზეა დასაშვები. უნდა აღინიშნოს რომ ტერასები დიდი პოპულარობით სარგებლობენ - ხალხი დაიღალა შეზღუდვებით და დიდი სიამოვნებით  ატარებენ დროს რესტორნებსა და კაფეებში.

რუსეთი

დღეს ძნელია იმის განსაზღვრა სავაჭრო ცენტების არენდატორების რა ნაწილი შეძლებს ძველი მაჩვენებლების დონეზე გასვლას და რა ნაწილს მოუწევს დახურვა. გასაგებია, რომ ჩვეული ცხოვრების წესს, ევროპის ქვეყნების მსგავსად, ეტაპობრივად დაუბრუნდებიან. გასხნის პირველი დღეების ტრაფიკი, ათვლის წერტილად  არ შეიძლება ჩაითვალოს. გაზრდილმა სამომხმარებლო მოთხონებმა პირველ დღეებში შეიძლება მაღალი ციფრები აჩვენოს, შემდიგ კი კვლავ დაიკლოს.

 

 

მსოფლიო
ტრამპი, რესპუბლიკური პარტია და 2026 წლის ნოემბერი — საგარეო ომები, ეკონომიკა და ამერიკული ძალის ახალი მოდელი

2026 წლის 3 ნოემბრის შუალედური არჩევნები აშშ-ში ჩვეულებრივ კონგრესის არჩევნებზე მეტ მნიშვნელობას იძენს. დონალდ ტრამპმა თვითონაც სცადა მათი საკუთარი პრეზიდენტობის რეფერენდუმად ქცევა და რესპუბლიკელ ამომრჩევლებს პირდაპირ უთხრა, არჩევნებზე ისე მივიდნენ, თითქოს თავად იყოს ბიულეტენზე. ამდენად, წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კანდიდატებს ნაწილობრივ საკუთარი კამპანიის ნაცვლად ტრამპის მეორე ვადის შედეგების დაცვაც უწევთ.

ამ არჩევნების სპეციფიკა ისაა, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკა ამჯერად შინაგან პოლიტიკაში ეკონომიკის გავლით შედის. ირანის ომი გადაიქცა ბენზინის ფასად და ინფლაციად; უკრაინის ომი — კითხვად, ვინ უნდა გადაიხადოს ევროპის უსაფრთხოების ფასი; ჩინეთი — წარმოების, ვაჭრობისა და ტექნოლოგიური უპირატესობის საკითხად; ხოლო ევროპა — გამოცდად, დარჩება თუ არა ამერიკული ალიანსების ძველი მოდელი უცვლელი.

ამიტომ ტრამპის საგარეო პოლიტიკის შეფასება მხოლოდ იდეოლოგიური ნიშნებით — „იზოლაციონისტია“ თუ „ინტერვენციონისტი“, „რუსეთისკენაა“ თუ „ევროპისკენ“ — სულ უფრო ნაკლებად ხსნის რეალობას.


არჩევნების საწყისი სურათი

სექტემბრის შუა რიცხვების მონაცემები რესპუბლიკელებისთვის რთულ გარემოს აჩვენებს, თუმცა ეს ჯერ არ ნიშნავს არჩევნების შედეგს.

11–14 სექტემბრის Reuters/Ipsos-ის ეროვნულ კვლევაში ტრამპის საქმიანობას დადებითად 35% აფასებდა. კითხვაზე, კონგრესის არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს რომელ პარტიას მისცემდნენ ხმას, დემოკრატები იღებდნენ 44%-ს, რესპუბლიკელები — 37%-ს. თავად Reuters ხაზს უსვამს, რომ ასეთი „generic ballot“ შტატებისა და ცალკეული ოლქების შედეგს პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებს. კვლევაში 1,143 ზრდასრული მონაწილეობდა და ცდომილება დაახლოებით ±3 პროცენტული პუნქტია.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხების სტრუქტურა. აგვისტოს ბოლოს Reuters/Ipsos-ის კვლევაში რეგისტრირებული ამომრჩევლების 47% ცხოვრების ღირებულებას ასახელებდა ხმის მიცემის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად.

ამიტომ რესპუბლიკელებისთვის მთავარი პრობლემა შეიძლება საერთოდ არ იყოს კლასიკური „საგარეო პოლიტიკის“ საკითხი. პრობლემა იწყება მაშინ, როდესაც თეირანი, ჰორმუზის სრუტე ან უკრაინის ომი ამერიკელი ამომრჩევლისთვის გადაიქცევა ბენზინის ფასად, იპოთეკის პროცენტად და სუპერმარკეტის ჩეკად.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს ვიწრო უმრავლესობა აქვთ, რის გამოც შედარებით მცირე რაოდენობის ოლქიც ძალთა ბალანსს ცვლის. სენატში მათ უფრო ძლიერი საწყისი პოზიცია აქვთ: დემოკრატებს უმრავლესობის მისაღებად ოთხი მანდატის წმინდა მატება სჭირდებათ, თუმცა AP-ის სექტემბრის შეფასებით კონკურენტული რბოლების წრე მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

აქედან გამომდინარე, ერთი და იგივე ეროვნული განწყობა წარმომადგენელთა პალატასა და სენატში აუცილებლად ერთნაირ შედეგს არ იძლევა.


ირანი — ტრამპისთვის ყველაზე პირდაპირი საგარეო-პოლიტიკური კავშირი არჩევნებთან

ირანი ამ არჩევნების საგარეო თემებიდან ყველაზე პირდაპირ არის მიბმული ამერიკელი ამომრჩევლის ჯიბეზე.

აშშ-ისა და ისრაელის დარტყმებით ირანთან მიმდინარე ომი 28 თებერვალს დაიწყო და უკვე თითქმის შვიდი თვეა გრძელდება. 15 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატამ 220–204 ხმით მიიღო War Powers-ის რეზოლუცია პრეზიდენტის სამხედრო ოპერაციების შეზღუდვის მოთხოვნით; ყველა დემოკრატს შვიდი რესპუბლიკელიც შეუერთდა.

ეს პატარა, მაგრამ პოლიტიკურად საინტერესო ბზარია რესპუბლიკურ კოალიციაში.

ტრამპის მოძრაობის ერთ-ერთი ძველი მესიჯი იყო ხანგრძლივი უცხოური ომების შეწყვეტა. სწორედ ამიტომ ირანის ომის გაჭიანურება რესპუბლიკური პარტიის შიგნითაც წარმოშობს წინააღმდეგობას. რესპუბლიკელმა თომას მასიმ თავდაცვის მდივრ პიტ ჰეგსეთის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მუხლებიც კი წარადგინა, ამტკიცებს რა, რომ ირანთან სამხედრო მოქმედებები კონგრესის სათანადო სანქციის გარეშე მიმდინარეობს.

საზოგადოებრივი აზრის მონაცემებიც მნიშვნელოვანია. Reuters/Ipsos-ის 21–24 აგვისტოს კვლევაში ირანის წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო მოქმედებებს 31% უჭერდა მხარს. რესპუბლიკელთა შორის მხარდაჭერა კვლავ ბევრად მაღალი იყო — 69%, მაგრამ მარტის 77%-დან შემცირებული. გამოკითხულთა 83% ელოდა, რომ ამერიკული სამხედრო ჩართულობა ხანგრძლივი იქნებოდა.

მაგრამ რეალური საარჩევნო დამაკავშირებელი რგოლი ნავთობია.

სექტემბერში Brent-ის ფასი ისევ 100 დოლარს ასცდა, ხოლო აშშ-ში დიზელის საშუალო ფასი Reuters-ის მონაცემებით პირველად გადასცდა 6 დოლარს გალონზე. აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაციამ წლიურ 3.4%-ს მიაღწია; ბენზინი ერთ თვეში 3.9%-ით გაძვირდა, რეალური საშუალო საათობრივი შემოსავალი კი წლიურ ჭრილში შემცირდა.

ამიტომ ირანის ომის პოლიტიკური მნიშვნელობა ასეთი ჯაჭვით იკითხება:

ომი → ნავთობის მიწოდების რისკი → საწვავის გაძვირება → ინფლაცია → საპროცენტო განაკვეთები → ოჯახების ხარჯები → არჩევნები.

სწორედ ამიტომ ირანი დღეს ტრამპისთვის გაცილებით უფრო უშუალო შიდა პოლიტიკური ფაქტორია, ვიდრე უკრაინა.


რუსეთი–უკრაინა — ტრამპის პოლიტიკა უფრო ტრანზაქციულია, ვიდრე უბრალოდ „პრორუსული“ ან „პრო-უკრაინული“

ტრამპის უკრაინასთან დამოკიდებულების აღწერა მხოლოდ სიტყვებით „უკრაინის წინააღმდეგია“ ან „რუსეთის მხარესაა“ მიმდინარე პოლიტიკას ზედმეტად ამარტივებს.

2026 წლის სურათი უფრო რთულია.

ერთი მხრივ, ტრამპი მკვეთრად ცდილობს ამერიკის ფინანსური ტვირთის შემცირებას. 3 სექტემბერს მან განაცხადა, რომ ევროპელებისგან წარსულში უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღისა და დახმარების კომპენსაციის მოთხოვნას აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკულ შეიარაღებას პირველ რიგში აშშ-ის მარაგებისთვის ინახავს.

მეორე მხრივ, ადმინისტრაცია სრულად არ გადასულა რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკაზე. ტრამპი მხარს უჭერს ახალ სანქციურ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ და თავდაცვის სექტორებს ეხება და შესაძლებელს ხდის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის გამოყენებას იმ ქვეყნებზეც, რომლებიც რუსულ ენერგიას ყიდულობენ. კანონპროექტმა სენატი 86–11 ხმით გაიარა.

ამავე დროს ვაშინგტონი მოსკოვთან და კიევთან მოლაპარაკების არხებს ინარჩუნებს. სექტემბერში სტივ უიტკოფმა და ჯარედ კუშნერმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ კიევშიც გამართეს მოლაპარაკებები; მნიშვნელოვანი გარღვევა არ დაფიქსირებულა.

ამ ყველაფრიდან ტრამპის მოდელი დაახლოებით ასე გამოიყურება:

ომის სწრაფი სამხედრო მოგება აშშ-ის რესურსებით — არა; უკრაინის მთლიანად მიტოვება — ასევე არა; მთავარი მიზანი არის ამერიკული პირდაპირი ფინანსური ტვირთის ევროპაზე გადატანა, რუსეთზე ეკონომიკური ბერკეტის დატოვება და შეთანხმების მოძებნა.

ეს არის უფრო ტრანზაქციული ძალთა პოლიტიკა, ვიდრე ბაიდენის პერიოდის ფორმულა — „უკრაინას იმდენ ხანს დავეხმარებით, რამდენიც დასჭირდება“.

არჩევნების თვალსაზრისით ამას რესპუბლიკელებისთვის საინტერესო თვისება აქვს: უკრაინა დღეს ნაკლებად აჩენს ისეთ უშუალო სამომხმარებლო ეფექტს, როგორიც ირანი. ამიტომ ტრამპისთვის შესაძლებელია ერთდროულად თქვას: „ევროპამ მეტი უნდა გადაიხადოს“ და მაინც დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


ევროპა — პარტნიორიდან თანამგზავრამდე კი არა, პარტნიორიდან „გადამხდელ პარტნიორამდე“

ტრამპის ევროპისადმი პოლიტიკის ცენტრალური სიტყვა ჩემთვის ამ კონტექსტში არა „ანტიევროპიზმი“, არამედ ბერკეტია.

აშშ-ის წინა ადმინისტრაციები NATO-ს ხშირად განიხილავდნენ როგორც ამერიკული გლობალური გავლენის ინსტრუმენტს, რომლის შესანარჩუნებლად თავად ამერიკაც დიდ ხარჯს იღებდა.

ტრამპის მოდელი სხვაგვარ კითხვას სვამს:

თუ ევროპის უსაფრთხოება პირველ რიგში ევროპის ინტერესია, რატომ უნდა გადაიხადოს მისი მთავარი ნაწილი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა?

ეს რიტორიკა უკვე კონკრეტულ შედეგში გადაიზარდა. NATO-ს წევრები აშშ-ის ძლიერი ზეწოლის ფონზე შეთანხმდნენ, რომ 2035 წლისთვის თავდაცვასთან დაკავშირებული ხარჯები მშპ-ის 5%-მდე გაზარდონ — 3.5% უშუალოდ სამხედრო საჭიროებებზე და კიდევ 1.5% უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებზე. ევროპელმა წევრებმა და კანადამ მხოლოდ 2025 წელს რეალური თავდაცვის ხარჯები დაახლოებით 90 მილიარდი დოლარით გაზარდეს.

აქ მნიშვნელოვანი პარადოქსია.

ტრამპმა ევროპასთან ურთიერთობა უფრო კონფლიქტური გახადა, მაგრამ ამავე დროს ევროპული სამხედრო ხარჯების ზრდასაც შეუწყო ხელი.

ეს ორი რამ ერთდროულად შეიძლება იყოს ჭეშმარიტი.

ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა ესპანეთთან, რომელმაც NATO-ს ახალი ხარჯვითი მიზანი არ მიიღო. ივლისში ტრამპმა ესპანეთთან ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანებაც კი გამოაცხადა — ნაბიჯი, რომლის განხორციელების იურიდიული და ევროკავშირის საერთო სავაჭრო პოლიტიკასთან თავსებადობის საკითხები დაუყოვნებლივ გაჩნდა.

ასე რომ, ტრამპის ევროპული პოლიტიკის არსი შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:

ამერიკა NATO-დან არ გადის, მაგრამ ალიანსს უფასო ან შეღავათიან უსაფრთხოების სისტემად აღარ აღიქვამს.

ევროპისთვის ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ტრამპის შემდეგაც კი ძნელად წარმოსადგენია ევროპა ისევ იმავე დონით დაეყრდნოს ამერიკას, როგორც 2014 წლამდე.

უკრაინის ომმა ეს პროცესი დაიწყო; ტრამპმა კი დააჩქარა.


ჩინეთი — აქ ტრამპის სტრატეგია გაცილებით უფრო გრძელვადიანია

თუ ირანი დღეს საარჩევნო პრობლემა უფროა, ჩინეთი ამერიკის გრძელვადიანი ძალაუფლების საკითხია.

აქ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაში ოთხი მიმართულება იკვეთება:

ვაჭრობა და ინდუსტრია; ტექნოლოგია და AI; ენერგეტიკა და კრიტიკული ნედლეული; ტაივანი და სამხედრო ბალანსი.

აშშ ცდილობს ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებით გაძლიერებულ ექსპორტზე საერთაშორისო ზეწოლა გაზარდოს. სექტემბრის G20-ის შეხვედრაზე ამ პოზიციას ჩინეთის გარდა ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმა — მათ მხარი დაუჭირეს „არასაბაზრო პოლიტიკისა და დისბალანსების“ წინააღმდეგ ზომების აუცილებლობას.

მაგრამ ტრამპის მიდგომა აქაც არა უბრალოდ მუდმივი ესკალაცია, არამედ ზეწოლა + გარიგებაა.

24 სექტემბერს ვაშინგტონში ტრამპისა და სი ძინპინის ახალი შეხვედრა იგეგმება. პარალელურად მხარეები დაახლოებით 30 მილიარდი დოლარის საქონელზე ტარიფების შემცირებას განიხილავენ, მაშინ როცა AI, ნახევარგამტარები, ირანთან ჩინეთის ფინანსური კავშირები და ტაივანი რჩება დაპირისპირების საგნებად.

ტაივანთან დაკავშირებით ადმინისტრაციის საჯარო პოზიცია ისევ შეკავებაზეა აგებული. აშშ-ის უმაღლესი წარმომადგენელი ტაივანში სექტემბერში აცხადებდა, რომ ვაშინგტონი რეგიონში „ხელსაყრელი ძალთა ბალანსის“ შენარჩუნებასა და ტაივანის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას აპირებს.

ამიტომ ჩინეთთან მიმართებით ტრამპის პოლიტიკა რუსეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

რუსეთთან მას სურს ომის ღირებულების შემცირება და გარიგების მოძებნა.

ჩინეთთან კი საკითხი გაცილებით უფრო სტრუქტურულია: ვინ იქნება მომდევნო ათწლეულების წამყვანი ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სამხედრო ძალა.

აქ დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორისაც გაცილებით მეტი სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, ვიდრე ირანის ან უკრაინის საკითხებზე.


ოთხი ფრონტი და მათი საარჩევნო ეფექტი

საკითხი ტრამპის ძირითადი მიდგომა არჩევნებთან მთავარი კავშირი
ირანი პირდაპირი სამხედრო ძალა და ზეწოლა ნავთობი, ბენზინი, ინფლაცია, ომის დაღლილობა
უკრაინა/რუსეთი მოლაპარაკება + სანქციები + ხარჯის ევროპაზე გადატანა „რატომ ვიხდით ჩვენ?“
ევროპა/NATO ალიანსის შენარჩუნება, მაგრამ მნიშვნელოვნად მეტი ევროპული დაფინანსება America First-ის ეკონომიკური არგუმენტი
ჩინეთი ტექნოლოგიური, სავაჭრო და სამხედრო შეკავება + პერიოდული გარიგებები სამუშაო ადგილები, წარმოება, AI, გრძელვადიანი ეროვნული უსაფრთხოება

ამ ოთხიდან ირანი ყველაზე უშუალოდ უკავშირდება 2026 წლის არჩევნების ეკონომიკურ გარემოს, ხოლო ჩინეთი — ყველაზე მეტად ამერიკის მომავალი ძალაუფლების სტრუქტურას.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის