USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
"ევროპის სახალხო პარტია" "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, მოახდინოს ისეთი საარჩევნო სისტემის დანერგვა, რომელიც ყველა მხარის მხარდაჭერითა და ნდობით ისარგებლებს
дата:  1591

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში დემოკრატიის ძლიერ მხარდამჭერად რჩება, აქედან გამომდინარე, პარტია ძლიერადაა იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით, - ამის შესახებ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაშია ნათქვამი.

“ევროპის სახალხო პარტიის“ პოლიტიკური ასამბლეის წევრებს ბრიუსელში 3-4 თებერვალს შეხვედრა ჰქონდათ, რის შესახებაც პარტია განცხადებას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს მოლაპარაკებებს მთავრობასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოში დემოკრატიის ძლიერ მხარდამჭერად რჩება, აქედან გამომდინარე, პარტია ძლიერადაა იმედგაცრუებული მმართველი პარტიის მიერ პოლიტიკური ნების ნაკლებობაზე მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის მიმართულებით. „ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს მთავრობას, ქართველი მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციისა და საქართველოს მეგობრების მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

„ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს საერთაშორისო საზოგადოების ხელშეწყობით და მოუწოდებს საქართველოს მმართველ უმრავლესობას, რომ ისეთი საარჩევნო სისტემის დანერგვის გარანტირება მოახდინოს, რომელიც ყველა დაინტერესებული მხარის მხარდაჭერითა და ნდობით ისარგებლებს და საპარლამენტო წარმომადგენლობის მაქსიმალურ პროპორციულობას უზრუნველჰყოფს 2020 წლის არჩევნებამდე.

„ევროპის სახალხო პარტია“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, თავი შეიკავოს მცდელობებისგან, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამოყენებული იქნას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მოუწოდებს, შეწყდეს ოპოზიციის ლიდერების დევნა. საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ის, რომ ქვეყნის დემოკრატიულმა მიღწევებმა უკან არ დაიხიოს, შედის როგორც საქართველოს, ასევე, ევროკავშირის ინტერესებში“, - აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати