USD 2.7503
EUR 3.1249
RUB 3.3429
Тбилиси
„ევროპის სახალხო პარტია“ -საქართველოს ხელისუფლებამ , გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია
дата:  328

„ევროპის სახალხო პარტია“ (EPP) საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ შექნილი სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის.

“საქართველო შეიძლება იყოს რეგიონის წამყვანი ქვეყანა, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტად ქცეული მართლმსაჯულების სისტემას. სიტუაციიდან გამოსავლად შეიძლება ჩაითვალოს ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება მთავრობასა და ოპოზიციას შორის“, - ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში, რომელსაც „ტვიტერზე“ ავრცელებს.

ამასთან, "ევროპის სახალხო პარტიის" კიდევ ერთ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.

„სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, ნაცვლად გამოსავლისა და კომპრომისის ძიებისა, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება“, - ნათქვამია განცხადებაში.

культура
კულტურის სამინისტრომ დათო დოიაშვილი თეატრის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა

კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა. შესაბამის განცხადებას საქართველოს კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

კულტურის სამინისტრო გადაწყვეტილების მიზეზებს განმარტავს და აცხადებს, რომ სამინისტროს მხრიდან "არაერთგზის გაფრთხილების" მიუხედავად, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ "ვალდებულებას არ ასრულებდა", ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

“ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი” არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის” ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати