USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
"ევროპის სახალხო პარტია" - ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივით
თარიღი:  1190

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებები არ შეზღუდოს და კონსტრუქციულ დიალოგის დაუბრუნდეს.

„საქართველოს მოვუწოდებთ, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის ღირებულებებისკენ და ოპოზიციის დემოკრატიული უფლების შეზღუდვის ნაცვლად კონსტრუქციულ დიალოგს დაუბრუნდეს, მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერშია“ გამოქვეყნებული.

ამასთან, „ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოხატავს „ქართული ოცნების“ მიერ გაჟღერებული საკანონმდებლო ინიციატივის გამო.

„ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივის გამო, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი უჭერს მხარს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის