USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა
თარიღი:  706

თბილისის მერიამ კახეთის გზატკეცილის მე-12 კილომეტრის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე ხიდის რეაბილიტაცია დაასრულა. შესრულებულ სამუშაოებს და მიმდებარედ არსებული ფერდის დამჭერი კედლის მოწყობის პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსთან გიორგი აბუთიძესთან ერთად გაეცნო.

კახა კალაძის განცხადებით, ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი.

„კიდევ ერთი პროექტი დავასრულეთ. აქ ცოტა ხნის წინ ვიმყოფებოდი თქვენთან ერთად და ვნახეთ, რა სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენ შარშან დავამთავრეთ ევროპის ქუჩის რეაბილიტაცია, ეს ხიდი კი ამორტიზებული იყო. იგი სრულად განახლდა, პრაქტიკულად, ახალი პროექტი განხორციელდა. სატრანსპორტო მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და გადაადგილება თავისუფლად არის შესაძლებელი. ერთადერთი, რაზეც მიმდინარეობს სამუშაოები, ეს არის ქვედა ნაწილში, დამჭერი კედლის განახლება, რასაც ერთი თვე დაჭირდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, 1700 კვ. მ ფართობის საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე ასფალტობეტონის ახალი საფარი, თვალამრიდები, ტროტუარები, სადეფორმაციო ნაკერები მოეწყო და დაზიანებული ნაწილები აღდგა.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 328 000 ლარი გამოიყო.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის