USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Тбилиси
ევროპის “მწვანე დედაქალაქად” წელს გერმანული ქალაქი ჰაილბრონი დასახელდა
дата:  96

"ევროპის მწვანე ქალაქების” 2025 წლის დაჯილდოება უკვე ჩატარდა და მწვანე პროექტებისთვის მწვანე პროექტებისთვის €1 მილიონი ევროს საგრანტო დაფინანსებასაც მოუყარა თავი. European Green Cities Awards-ზე, რომელიც ვილნიუსში, ლიეტუვის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმში ჩატარდა, ევროპის მწვანე დედაქალაქად ჰაილბრონი - გერმანული ქალაქი დასახელდა.

შტუტგარტის რეგიონის ამ ქალაქმა რეიტინგის მოწინავე პოზიცია თავისი ცირკულარული ეკონომიკით, ჰაერის ხარისხით, წყლისა და ხმაურით დაბინძურების დაბალი დონისა და კლიმატის ცვლილებაზე ადაპტირებით დაიმსახურა.

განსაკუთრებული შეფასება ჰაილბრონმა ჰოლისტური ურბანული დაგეგმარებისთვის მიიღო, რომელიც ხმაურისა და ჰაერის ხარისხის მართვას აერთიანებს. ჟიურიმ ასევე შეაქო ქალაქის ამბიციური გეგმები 2035 წლისთვის, რაც ემისიების შემცირებას ისახავს მიზნად.

ჰაილბრონს €600 ათასი ევრო გადაეცემა, რაც მდგრადი განვითარების ინსტრუმენტების კიდევ უფრო ფართო დანერგვას მოხმარდება.

ამასთან, “მწვანე ფოთლის ჯილდო”, რომელიც იმ ქალაქებს აფასებს, რომელთა მოსახლეობაც 100 ათასზე ნაკლებია, ნიდერლანდების ქალაქ ასენსა და იტალიის ქალაქ სიენას გადაეცა - ორივე მათგანი ფულადი პრიზის სახით €200 ათას ევროს მიიღებს.

ასენმა შექება დაიმსახურა ცირკულარიზაციისა და კლიმატის ცვლილების შემცირებისადმი მტკიცე ერთგულებისთვის, ასევე „ნარჩენების მართვის ინოვაციური პოლიტიკისთვის“, მათ შორის PMD (პლასტმასის, ლითონის და მუყაოს კოლოფების) ნარჩენების შეგროვების მიმართულებით.

სიენამ კი პირველი ადგილი ქალაქში არსებული მწვანე საფარისა და რეციკლირების “შთამბეჭდავი ტემპის” გამო დაიმსახურა: სიენას მუნიციპალური ნარჩენების წილი, რომელიც გარემოში ხვდება, 1%-მდე შეამცირა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის მწვანე დედაქალაქის და მწვანე ფოთლის დაჯილდოებები იმ ქალაქებს მიღწევებს აღიარებს, რომლებიც გარემოს ურბანული მდგრადობისთვის ბრძოლის წინა ხაზში არიან ჩართულები.

წყარო:https://bm.ge/

общество
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати