USD 2.6981
EUR 3.1530
RUB 3.3399
Tbilisi
ევროპის ლიდერები თეთრ სახლში არიან - ისტორიული სამიტი დაიწყო
Date:  281

ვაშინგტონში ისტორიული სამიტი დაიწყო. განრიგის თანახმად, პირველ ეტაპზე დონალდ ტრამპი NATO-სა და ევროპის ლიდერებს შეხვდება.

თეთრი სახლის ეზოში პირველი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი, მარკ რუტე გამოჩნდა. მას პრეზიდენტის სასახლის წარმომადგენელი შეეგება და შენობაში შეიპატიჟა.

NATO-ს გენერალურ მდივანს მალევე მოჰყვა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი. აღსანიშნავია, რომ კამერებმა პრეზიდენტის შესვლის პარალელურად თეთრ სახლში შემავალი ანდრეი ერმაკი და რუსტემ უმეროვიც დააფიქსირეს.

დასავლური სამყაროს უმნიშვნელოვანესი გაერთიანებების ლიდერების შემდეგ თეთრ სახლში დიდი შვიდეულის ევროპული ქვეყნების ხელმძღვანელები გამოჩნდნენ. მათ შორის პირველი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი იყო. რამდენიმე წუთში მას მიჰყვა იტალიის ლიდერი , ჯორჯა მელონი. მათ ოდნავ დაგვიანებით შეუერთდნენ გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი და საფრანგეთის პრეზიენტი, ემანუელ მაკრონი.

პრეზიდენტის რეზიდენციაში დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირე და უკრაინის გამორჩეული მხარდამჭერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბიც მივიდა.

ამჟამად, მსოფლიოს ყურადღება თეთრი სახლისკენაა მიმართული, სადაც NATO-სა და ევროპის ლიდერების შეხვედრა, სულ მცირე, ნახევარ საათს გასტანს. აღნიშნული მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

tbilisi
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა ორი კვირის განმავლობაში ნაწილობრივ შეიზღუდება

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საგზაო მონაკვეთის აღდგენის მეორე ეტაპი იწყება. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დაგეგმილი სამუშაოების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე, 19 აგვისტოს 20:00 საათიდან ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მტკვრის მხარეს, განაპირა საავტომობილო ზოლში შეიზღუდება.

თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობა ბოდიშს უხდის!", - ნათქვამია ინფორმაციაში.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way