USD 2.6979
EUR 3.1636
RUB 3.3780
Тбилиси
ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების მედიატორი - რიონის ხეობაში უნდა აღდგეს მშვიდობიანი პროტესტისა და ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა
дата:  713

ევროპული ენერგეტიკული ქარტიის დავების საბჭოს მედიაციით, რამდენიმე დღის წინ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რიონის ხეობის მცველებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის 3 ძირითად საკითხზე შეთანხმება შედგა. დღეს ევროპის ენერგეტიკულმა ქარტიამ გამოაქვეყნა მედიატორის - დირკ ბუშლეს განცხადება მხარეების მიერ არსებულ ვალდებულებასთან დაკავშირებით.

“ამ შაბათს, ქალაქგარეთ, სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს მთავრობას შორის გაიმართა მოლაპარაკებების პირველი შეხვედრა, მდინარე რიონზე ნამახვანჰესის პროექტის საკითხთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ რიგ სამოქმედო ღონისძიებებზე სამ მთავარ თემასთან მიმართებით: მშენებლობისა და გარემოსდაცვითი ნებართვების პირობების ეფექტიანი და გამჭვირვალე კონტროლი და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ მათი განხილვა, რიონის ხეობაში ვითარების დეესკალაცია და ღია დებატები საქართველოს სამომავლო ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკისა და კლიმატის გეგმის ეროვნული გეგმის პროექტის გათვალისწინებით. მოლაპარაკებები ჩატარდა დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის სამდივნოს მედიაციით.

მოლაპარაკებების მედიატორი, დირექტორის მოადგილე დირკ ბუშლე, აკეთებს ამგვარ დასკვნას: „ამ ღონისძიებათა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელია სიტუაციის დეესკალაცია ადგილზე, რიონის ხეობაში. უნდა აღდგეს მშვიდობიანი პროტესტისა და ხეობაში გადაადგილების შესაძლებლობა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ადამიანებისა და ქონების უსაფრთხოება ორივე მხარეს. შესაბამისი ზომების გატარება, უპირველეს ყოვლისა, მთავრობის პასუხისმგებლობაა. მან აიღო ვალდებულება, მოხსნას ბარიკადები და უზრუნველყოს გადაადგილების შესაძლებლობა მთავარ გზაზე. იგი, ასევე, გააკეთებს განმარტებას მომიტინგეთა დაკავების საკითხზე. მეორე მხრივ, პროტესტის მონაწილეებმა აიღეს ვალდებულება, არ მოახდინონ სამშენებლო უბანზე მისასვლელი გზების ბლოკირება. მნიშვნელოვანია ამ ვალდებულებების შესრულება. სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის ნდობის აღდგენისთვის და მოლაპარაკების პერიოდში შეუქცევადი ზომების თავიდან ასაცილებლად, ყველა მონაწილე მხარემ უნდა გამოიჩინოს საჭირო თავშეკავება და იქონიოს კავშირი ერთმანეთთან. ეს მოგვცემს მედიაციის პროცესის გაგრძელების საშუალებას."

ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პირველ შეხვედრაზე დაისახა გეგმები, როგორ უნდა მოხდეს კომერციული ასპექტების  კვალიფიციური შესწავლა და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამა თუ იმ ქმედებას, მათ შორის სამუშაოების დროებით შეწყვეტას.


„მთლიანობაში ეს წინაპირობები, რაც დაისახა, საშუალებას იძლევა, რომ მშვიდობიანად, ეტაპობრივად მოხდეს პროექტის ირგვლივ ვითარების ნორმალიზაცია და ყველამ ერთად ვიმუშაოთ იმაზე, რომ პროექტი იყოს ისეთი, როგორიც შეესაბამება ჩვენს ინტერესებს, ქვეყნის ინტერესებს და თან გაუმჯობესებული ფორმით“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ "მიმდინარეობს მუშაობა თურქულ კომპანიასთანაც და მათი კეთილი ნებაც არის, რომ გაუმჯობესდეს პროექტი, თუნდაც გადაიხედოს მიწების იჯარით იჯარით გადაცემის ვადები".

Тбилиси
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა
კრწანისის რაიონის გამგებელმა, ლაშა ცაგურიამ მიმდინარე წელს განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარადგინა.
 წლიური ანგარიშის პრეზენტაციას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე დაესწრო.
 როგორც რაიონის გამგებელმა აღნიშნა, 2025 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, სრულად განახლდა ზემო ფონიჭალის ცენტრალური ქუჩა, სადაც მოეწყო 1 372 გრძივი მეტრი დახურული სანიაღვრე ქსელი, გრუნტის დამჭერი კედელი, გასუფთავდა უკანონოდ შემოღობილი ტერიტორიები და მათ ნაცვლად გამწვანების თარგები მოეწყო. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.
სულ, საანგარიშო პერიოდში საგზაო ინფრასტრუქტურა 84 მისამართზე მოწესრიგდა.
რაც შეეხება მწვანე სივრცეებს, რაიონში 12 მისამართზე მოეწყო და რეაბილიტირდა სკვერები და მოსასვენებელი ზონები, ხოლო 98 მისამართზე მცირე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
 “ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, 183 პროექტი განხორციელდა, კერძოდ რეაბილიტირდა სახურავები, ლიფტები, წყალარინების სისტემები და შეკეთდა სართულშუა ნაპრალები.
 როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, კრწანისში მცხოვრებ 8000-ზე მეტ განმცხადებელს სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება გაეწია.
ამასთან, გამგეობის ორგანიზებით, მოეწყო სხვადასხვა სპორტული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება.
 ანგარიშის პრეზენტაციას, თბილისის მერის მოადგილის გარდა, ესწრებოდნენ კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია და თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბექა მიქაუტაძე.
более
голосование
Кстати