USD 2.6818
EUR 3.1404
RUB 3.6573
Тбилиси
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ნიდერლანდებმა თურქეთი 2:1 დაამარცხა
дата:  

დებიუტში ნიდერლანდები უკეთ გამოიყურებოდნენ, შემდეგ თურქეთმა, რომელსაც ჩალჰანოღლუ დაუბრუნდა და დისკვალიფიცირებული დემირალი ვერ დაეხმარა, შეუტია და აკაიდინმა თავურით დააწინაურა. მას გადაცემა გიულერმა გაუკეთა. მონტელას გუნდი შესვენების შემდეგაც ფლობდა უპირატესობას, ჯერ საჯარიმოდან გიულერის „ხმელი ფოთოლი“ ძელს მოხვდა, მერე კი თავისი გუნდი მეკარე ვერბრიუგენმა გადაარჩინა. ნიდერლანდებმა იერიშებით უპასუხეს, გიუნოკის კარი დე ვრეიმ დალაშქრა, ხოლო გაკპოსთან ბრძოლაში ბურთი საკუთარ კარში მიულდურმა ჩაჭრა. ბოლოს თურქები შტურმზე გადავიდნენ, ორი კარგი მომენტი ვერ გამოიყენეს და მარცხი განიცადეს.

10 ივლისს, ნახევარფინალში ნიდერლანდები ინგლისს შეხვდება.

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“
ნიდერლანდები - თურქეთი 2:1
გოლები: 0:1 აკაიდინი (35), 1:1 დე ვრეი (70), 2:1 მიულდური (76, საკ. კარში)

Тбилиси
თელასი - თბილისის რომელ ქუჩებს გაეთიშებათ დენი 14 მაისს?

ქსელში გადართვების გამო 14 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ხაზინის, იყალთოს, ზურაბ ქაფიანიძის, პანკისის, ზაურ ბოლქვაძის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების, ალმასიანის, მერაბ ალექსიძის, ვიქტორ დოლიძის, ბერბუკის, მერაბ კოსტავას, გურამ ბზვანელის და პავლე ასლანიდის ქუჩების ოსახლეობას.   

 

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати